„ჩაჯდა მანქანაში და შემთხვევის ადგილიდან წავიდა...“ - ბათუმში ავტომობილი 80 წლის ქალს დაეჯახა

პოლიცია ლენტა

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩა №2-ის მიმდებარედ, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე, 80 წლის ქალს დაეჯახა. შემთხვევა 19 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნ. ფ., ზებრაზე გადადიოდა, როდესაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

„მძღოლმა ავტომობილი გააჩერა, გადმოვიდა, ქალბატონს შეხედა, შემდეგ კვლავ ჩაჯდა მანქანაში და შემთხვევის ადგილიდან წავიდა“, - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემთხვევის შედეგად დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი კომაში იმყოფება და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

ოჯახის ინფორმაციით, პაციენტს ესაჭიროება III დადებითი სისხლის ჯგუფის სისხლი.

მსურველებს სისხლის ჩაბარება ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე სამედიცინო ცენტრში შეუძლიათ.