1728589908
კიმ კარდაშიანმა პრინცესა დაიანას ყელსაბამი შეიძინა
კიმ კარდაშიანმა პრინცესა დაიანას ბრილიანტით ინკრუსტირებული ამეთვისტოს ჯვრის ფორმის ყელსაბამი შეიძინა, რომელიც პრინცესას Sotheby's-ის აუქციონზე ეკეთა. ამის შესახებ გამოცემა People წერს.
ყელსაბამი „კარდაშიანების“ ვარსკვლავმა აუქციონზე $197 453 შეიძინა. როგორც აუქციონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ნივთი სასტარტო ფასთან შედარებით ორჯერ ძვირად გაიყიდა.
კარდაშიანთან დაახლოებულმა პირმა აღნიშნა, რომ კიმისთვის დიდი პატივია გარდაცვლილი პრინცესას ყელსაბამს ფლობდეს. ულამაზესი სამკაული იმ კოლექციას დაემატება, სადაც კარდაშიანი მსოფლიოში გამორჩეული, ძლიერი, მისაბაძი ქალების ნაქონ სამკაულებს აგროვებს. სწორედ ეს ქალები გახდნენ ვარსკვლავის ინსპირაცია.