წყალი დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1760723874
კიმ კარდაშიანმა მერლინ მონროს ლეგენდარული კაბა, რომელიც 2022 წლის Met Gala-ზე ეცვა, დააზიანა. ინფორმაციას NYpost-ი ავრცელებს.
ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს რომ კაბას მიმაგრებული კრისტალები მას შემდეგ მოსწყდა, რაც ის რეალითი შოუს ვარსკვლავმა მოირგო.
გამოცემის ცნობით, იმის გამო, რომ მერლინის კაბა „ეროვნულ საგანძურადაა" აღიარებული, მასზე რაიმე ცვლილების შეტანა აკრძალული იყო, მის მოსარგებად კიმი იძულებული გახდა 8 კგ დაეკლო.
მიუხედავად ამისა, რეალითი შოუს ვარსკვლავს მაინც გაუჭირდა ელვის შეკვრა და ამის გამო წითელ ხალიჩაზე თეთრი ბეწვის მოსაცმელით გამოჩნდა.