1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
კორტნი კარდაშიანი და ტრევის ბარკერი დაქორწინდნენ. საქორწილო ცერემონია იტალიაში 22 მაისს გაიმართა.
43 წლის კორტნიმ Dolce & Gabbana-ს თეთრკორსეტიანი მინი-კაბა მოირგო, 46 წლის ტრევისს კი დახვეწილი შავი კოსტიუმი ეცვა.
ქორწილთან ერთ-ერთი პირი PEOPLE-ს ექსკლუზიურად უყვება, რომ ქოწრილში ანდრეა ბოჩელი და მისი ვაჟი მატეო მიწვეულები იყვნენ. მუსიკოსებმა იმღერეს "I Found My Love in Portofino", "Can't Help Falling in Love" და მათი 2018 წლის სინგლი "Fall on Me".
„ეს იყო წარმოუდგენელი მომენტი და ძალიან განსაკუთრებული შესრულება", - ამბობს წყარო.
ცერემონიის შემდეგ, კორტნიმ და ტრევისმა ოფიციალური ქორწილის ფოტოები ინსტაგრამზე გააზიარეს .
კორტნიმ და ტრევისმა უკვე მესამედ იქორწინეს. პირველად წყვილის ქორწილის შესახებ ჭორები 4 აპრილს გაჩნდა, როდესაც მათ "სავარჯიშო ქორწილი" მოაწყვეს ლას-ვეგასში.
15 მაისს წყვილი კანონიერად დაქორწინდა კალიფორნიის სასამართლოში. ახლა კი მათ გრანდიოზული ცერემონია იტალიაში გადაიხადეს.