VIDEO: ნასვამი კორტნი კარდაშიანი ხელით შეყვარებულს მიჰყავს - გრემის დაჯილდოების ცერემონიალის უხერხული გაგრძელება

  kortni

ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ოჯახის - კარდაშიანების ირგვლივ ხმაური თითქმის არასოდეს წყდება. ამჯერად, მედიის ყურადღების ცენტრში კიმ კარდაშიანის და, კორტნი მოექცა. 

ექსკლუზიურად dailymail-მა კორტნი კარდაშიანის ვიდეო კადრები გაავრცელა, სადაც ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ვიდეო გრემის დაჯილდოების ცერემონიალზეა გადაღებული. კადრებში კი ჩანს, რომ ნასვამი კორტნი ხელით  

"2022 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე კორტნი კარდაშიანმა დრო აშკარად მშვენივრად გაატარა" - წერს გამოცემა.

მათივე ცნობით, კორტნი მთელი საღამო "რამდენიმე სასმელს" თავის საქმროსთან, ტრევის ბარკერთან ერთად სვამდა.

წვეულებაზე კორტნი არაფხიზლად გამოიყურებოდა, მაგრამ მისი 46 წლის შეყვარებული ჯენტლმენი სასტუმროში დაბრუნებაში დაეხმარა. 

კიმ კარდაშიანის და რამდენჯერმე სიარულის დროს წაბორძიკდა, თუმცა შყვარებულს ტრევისი იკავებდა.

"შესასვლელად უკეთესი გზა არსებობს?" - ჰკითხა როკერმა დაცვის თანამშრომელს, როცა ისინი სასტუმროში შევიდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ერთადერთი გზა იყო. 

რაც შეეხება კორტნი კარდაშიანის ჩაცმულობას daily mail წერს, რომ ის შესანიშნავად გამოიყურებოდა. 

"კორტნი ზედმეტად კარგად გამოიყურებოდა, 1970-იანი წლების სტილის შავი ტყავის ბაიკერის ქურთუკში გამოწყობილი, რომელიც ვერცხლისფერი მეტალებით იყო გაფორმებული. მან ის გრძელ გაშლილ შავ შარვალს შეუხამა, რომელიც ხაზს უსვამდა მის ვარსკვლავურ ფიგურას. სტილი შესანიშნავად შეესაბამებოდა თავის გარეგნობას ტრევისის სტანდარტულ პანკურ სტილს." - წერს გამოცემა.