LIVE: კათოლიკური სამყარო, რომის ყოფილ პაპს, ბენედიქტ XVI-ს ემშვიდობება

ბენედიქტის დაკრძალვა

კათოლიკური სამყარო, რომის ყოფილ პაპს, ბენედიქტ XVI-ს ემშვიდობება. სამოქალაქო პანაშვიდზე პირველივე დღეს, 40 ათასზე მეტი მორწმუნე მივიდა. დაკრძალვის ცერემონია ხუთშაბათს გაიმართება. ბენედიქტ XVI -ს, წმინდა პეტრეს ტაძარში დაკრძალავენ.

 

 

ბენედიქტე XVI 31 დეკემბერს 95 წლისა ვატიკანში, საკუთარ რეზიდენციაში გარდაიცვალა. ის კათოლიკურ ეკლესიას 2005-2013 წლებში მართავდა, ტახტიდან კი „მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების გამო“ გადადგა. ბოლო 600 წლის განმავლობაში ის პირველი პაპი გახდა რომელმაც თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.