1745914175
კევინ კოსტნერი ყოფილ მეუღლეს საკრედიტო ბარათის დავალიანებაში ადანაშაულებს

კევინ კოსტნერი ამტკიცებს, რომ ქრისტინ ბაუმგარტნერმა მისი საკრედიტო ბარათით წინასწარი გაფრთხილების გარეშე 95 000 დოლარის ოდენობით თანხა ადვოკატისა და სასამართლოს ხარჯებზე დახარჯა და ამით მათ შორის დადებული საქორწინო კონტრაქტი დაარღვია.
შეგახსენებთ, რომ წყვილს შორის განქორწინების პროცესი ერთი თვის წინ დაიწყო და მიუხედავად დაშორებისა, ქრისტინი ყოფილი მეუღლის საკუთრებაში მყოფი საცხოვრებელი სახლიდან გადასვლაზე უარს აცხადებს.