რომელი პროდუქტები უწყობს ხელს ბავშვის ტვინის განვითარებას - პედიატრი-ნუტრიციოლოგი მშობლებს მიმართავს
1771259132
დიდ ბრიტანეთში 48 საათში დაგეგმეს და გამართეს ქორწილი, რომელსაც წყვილის ახლობლები 10 წელი ელოდნენ, - ამის შესახებ BBC წერს.
კიტ პირსმა ენ რადოკს ხელი 10 წლის წინ სთხოვა, თუმცა, მას შემდეგ, წყვილს დიდი განსაცდელი მოევლინა - ქალს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და ქორწილიც გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ქალს ექიმებმა უთხრეს, რომ დაახლოებით ერთი კვირა ჰქონდა დარჩენილი სიცოცხლისთვის.
მისმა საქმრომ გადაწყვიტა, რომ ეს დრო როგორც მის მეუღლეს, ისე გაეტარებინა და ახლობლების დახმარებით, ქორწილიც შედგა. მისი ხარჯები კი, ერთ-ერთმა კომპანიამ გაიღო.


