კაცმა 50 მილიონი დოლარი მოიგო და მეორე დღეს სამსახურში წავიდა

ლატარია

კაცმა 50 მილიონი დოლარი მოიგო და მეორე დღეს სამსახურში წავიდა. ამბავს USA Today ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 50 მილიონი დოლარის გამარჯვებული კანადელი პიერ რიჩერია, რომელიც ამბობს, რომ „სამსახურის დატოვება არ შეუძლია, რადგან დეპარტამენტი მის გარეშე დაზარალდება".

პიერი Lotto Max-ის გამარჯვებული გახდა. მომგებიანი ბილეთი მან მონრეალში, ერთ-ერთი ადგილობრივ სუპერმარკეტში მადლიერების დღეს შეიძინა. როგორც ამბობს, ლატარიის გათამაშებაში აქამდე არასდროს მიუღია მონაწილეობა, თუმცა შვილის დაჟინებული თხოვნით, გადაწყვიტა, ბედი ეცადა. ლატარიის შედეგები რიჩერს თავად არ შეუმოწმებია. გათამაშებიდან მეორე დღეს ბილეთი მისმა ცოლმა და შვილმა გადაამოწმეს.

„ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით. ჩემმა ოჯახის წევრებმა შემომთავაზეს, მეორე დღესვე, მოგების აღსანიშნად, ქალაქგარეთ წავსულიყავით, მაგრამ ამაზე უარი ვთქვი, მუშაობას ჩვეულებრივად განვაგრძობ", - ამბობს პიერი.

Today-ს ინფორმაციით, იგი 63 წლისაა. მოგების შემდეგ მისი ორშაბათი ისე დაიწყო, როგორც ყველა დანარჩენი - 4:30 საათზე ადგა და მოემზადა, შემდეგ კი სამსახურისკენ გაემართა.

„დეპარტამენტს ვერ მივატოვებ. რეალურად, არაფერი შეცვლილა, მხოლოდ $50 მილიონით მეტის მფლობელი ვარ", - აცხადებს იგი.

ასევე ნახეთ:

„ახლა პირში წყლის ჩაგუბების დრო არ არის“ - როგორია დეკემბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი

VIDEO: კადრები ტრაგედიის ადგილიდან - გააქტიურებული ვულკანის კრატერთან, 11 მოლაშქრის ცხედარი იპოვეს - 12 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

„არაა გამორიცხული მოიგოთ ლატარიაში...“- როგორი კვირა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს