გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ვერძი – წინა კვირასთან შედარებით, ეს კვირა ბევრად სტაბილური იქნება. გაძლიერებული იმუნიტეტის ფონზე, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობა და საერთო განწყობა. მართალია, შეძლებთ გააქტიურებას და მაგრამ მაინც არ ღირს ყველა საქმეს ერთდროულად შეჭიდება, რადგან წინა კვირიდან გამოყოლილი ნეგატიური ტენდენციები არ მოგცემენ ყველა ჩანაფიქრის ბოლომდე განხორციელების საშუალებას. უმჯობესია ამ კვირაში მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები შეასრულოთ და შეადგინოთ სამომავლოდ მოქმედების გეგმა.
კურო – მეტ-ნაკლებად მშვიდი კვირაა, თუმცა დასუსტებული იმუნიტეტისა და ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს ზედმეტად გადაღლა. მოერიდეთ რისკს და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას. მართალია, ბევრად წარმატებული იქნება კვირის მეორე ნახევარი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არ აჰყვებით ცდუნებებს, არ გადააფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს და არ მოინდომებთ იმაზე მეტის მიღებას, ვიდრე შეგიძლიათ. თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისგან, რადგან შენაძენი არ გაამართლებს და შესაძლოა ორჯერ მოგიხდეთ ხარჯის გაწევა. მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ კომპეტენტური ადამიანების რჩევები, რადგან მხოლოდ მათი დახმარებით შეძლებთ რთული სიტუაციიდან თვის დაღწევას.
ტყუპები – გასულ კვირასთან შედარებით ბევრად აქტიური და ენერგიული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი, შეძლებთ ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას და გარშემომყოფების სასიამოვნოდ გაკვირვებას. კარგი პერიოდია რთული საკითხების მოსაგვარებლად, მით უფრო, რომ გასული კვირის უსიამოვნებების დაძლევაც მარტივად გამოგივათ. მართალია, კოლეგები და ხელმძღვანელები ზედმეტად ბევრს მოითხოვენ თქვენგან, მაგრამ არ ღირს ემოციებს აყოლა, უკმეხად პასუხი და იმ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭება, ვინც თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას განსაზღვრავს.
კირჩხიბი – საკმაოდ რთული კვირაა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ენერგიის მობილიზება და დაგეგმილი პროექტების განხორციელება, მით უფრო, რომ გარშემომყოფები არა მხოლოდ დაიწუნებენ თქვენს იდეებს, არამედ ღიად გამოთქვამენ საკუთარ პრეტენზიას, რაც საგრძნობლად გაგიფუჭებთ განწყობას. თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯისგან, არ ღირს საკუთარი ინტერესების ხარჯზე სხვათა დახმარება, რადგან მაინც არავინ დაგიფასებთ.
ლომი – აქტიური და მეტად პოზიტიური კვირაა, რადგან მარტივად შეძლებთ წინა კვირაში დაგროვილი პრობლემებისა და შეცდომების გამოსწორებას. არაა გამორიცხული მოიგოთ ლატარიაში ან მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზება, თუმცა არ ღირს ყველა წინადადებას დაუფიქრებლად დათანხმება, რადგან უმეტესობა ვერ შეძლებს თქვენი იმედების გამართლებას. კარგი პერიოდია სასიყვარულო პარტნიორთან საკამათო საკითხების განხილვისა და უთანხმოების მოსაგვარებლად. წაიკითხეთ სრულად
ასევე ნახეთ:
ვინ უღებს და უვრცელებს ბავშვებს ინტიმურ ფოტოებს - 12 წლის გოგო რამდენიმე პირს ამხელს
VIDEO: ეს უნდა იცოდეთ! აღმოჩენილია საშიში ნივთიერებები სუნელებში, რომელიც კიბოს იწვევს