1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ქართველმა წარმატებულმა მოდელმა, მარიამ მანაგაძემ დუბაიში ახალი ცხოვრება დაიწყო. მან დაწერა, რომ ოფიციალურად გახდა დუბაის მცხოვრები და სამსახურიც დაიწყო.
„ორწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი, დუბაიში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება გამიფორმეს. კონტრაქტის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში მხოლოდ 15 დღით შემიძლია ჩამოსვლა. საკმაოდ რთული გრაფიკი მაქვს, დილის 7-ზე გასული სახლში საღამოს 7-ზე ვბრუნდები და დღის განმავლობაში, ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაოს ვასრულებ. სახლში მარტო ვარ და კონტაქტი არავისთან მაქვს. გარეთაც მარტო არ მიშვებენ, რადგან მათ აიღეს ჩემზე პასუხისმგებლობა და შესაბამისად, ზრუნავენ კიდეც, რაც ძალიან მომწონს - დღეს მოლში ვიყავით და ხელის დასაბანადაც კი არ გამიშვეს მარტო, თუმცა, ეს ყველაფერი სასიამოვნოსთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან რთულიცაა“,- ამბობს ჟურნალ „თბილისელებთან“ მარიამი.
***
ძალიან ბევრი დავთმე, მათ შორის ჩემი კარიერა, რომლისთვისაც 14 წლიდან თავდაუზოგავად ვიშრომე, მაგრამ საპასუხოდ, ნახევარიც ვერ მივიღე. ამიტომ მიხარია, რომ ახლა აქ ვარ, მარტო ვარ და ახალ ნაბიჯებს ვდგამ ჩემი კარიერის გზაზე. რთულია, სამსახურიდან მოსული სახლში მარტო რომ ხარ, საკუთარ თავთან ჭიდილი მიწევს და სულ ვიმეორებ: მარიამ, ძალიან ძლიერი ხარ და შენი კეთილდღეობისთვის ასე ჯობია.
ის არაბ შეიხებზეც საუბრობს.
„გარეთ რომ გავდივარ, მამაკაცებს თვალებში არ ვუყურებ. აქ ზოგს იმხელა ძალაუფლება აქვს, მათ წინაშე პოლიციაც უძლურია. თუმცა სინამდვილეში ვხედავ, რომ ძალიან მშვიდი გარემოა, რასაც ალბათ, ჩემი კომპანიაც უზრუნველყოფს. წინა ჩამოსვლაზე, ერთ შეხვედრაზე ძალიან ცნობილი კომპანიის დამფუძნებელმა არაბმა შეიხმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ჩემ მიმართ და ჩემმა კომპანიამ მასთან კონტაქტი გაწყვიტა.
ასეთ საკითხებში ძალიან ფრთხილები არიან, ყველაფერს მაღალი პროფესიონალიზმით უდგებიან. მარიამი ჩვენი კომპანიის ხელშეუხებელი მოდელიაო, ამბობს ხოლმე მფლობელი, თუ რომელიმე შეხვედრაზე ვინმემ ზედმეტი ყურადღება გამოიჩინა.“