პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ულამაზესი გოგო ბათუმიდან, რომელსაც 3.5 მილიონი გამომწერი ჰყავს, მარიამ შუკაკიძეა. ის, თავის მოვლასთან ერთად, სამ შვილს ზრდის, კარგი მეუღლეა და ამბობს, რომ ოჯახი მისთვის უპირველესია. უყვარს ქველმოქმედება და ამას არასოდეს იყენებს პიარისთვის.
„პრაიმტაიმს“ მარიამი ისეთ თემებს უმხელს, რომელზე ჯერ არსად უსაუბრია.
- სიყვარულის ისტორია
ჩემი მეუღლე ნათესავმა გამაცნო, შეხვედრიდან ერთ კვირაში ცოლად მომიყვანა, ერთი ნახვით შემიყვარდა. ძალიან გამიმართლა, რომ ეს ადამიანი შემხვდა. ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარულია, 5 წელია, მივყვებით ცხოვრებას, ერთად გავიარეთ ყველაფერი. არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ერთმანეთის ვერ გაგვეგო. გაცნობის დღიდან, ეს სიყვარული ღვივდება და ძლიერდება.
- მეუღლესაც უყვარს ფოტოების გადაღება?
უყვარს ფოტოების გადაღება, ეტყობა, რომ ძალიან მოსწონს თავის თავი, ძალიან სიმპათიურია და ეს იცის. უარს არასდროს მეუბნება ფოტოსესიებზე.
View this post on Instagram
- სამი შვილი გყავთ, (მართა, მილანა და ნიკოლი) როგორია დედობა, მკაცრი დედა ხართ?
ძალიან მიყვარს ჩემი შვილები. ვერ ვხვდები იქამდე რა იყო ჩემი ცხოვრება. როცა ჩემს შვილებს ვხედავ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ვთვლი, რომ კარგი დედა ვარ, დამხმარეც მყავს, დედაც მეხმარება. მეც ძალიან ჩართული ვარ ბავშვების აღზრდაში. მკაცრიც ვარ, უმეტესად მოფერებით და სიყვარულით ვზრდი.
View this post on Instagram
- როგორ გახდით პოპულარული?
ბათუმი პატარაა, თუ რომელიმე გოგო გამოირჩეოდა ჩაცმულობით ან განსაკუთრებული იყო, სულ საუბრობდნენ. ამ ლაპარაკით გამაპიარეს. პირველ რიგში, ფოტოების გადაღებამ შეუწყო ხელი. 2017 წელს სტეფანო გაბანამ ატვირთა ჩემი ფოტო, სადაც დოლჩე გაბანას სამოსი მეცვა, ჩემით დაინტერესდნენ თანამშრომლობა უნდოდათ. გამომიგზავნეს მოწვევა და დიდი თანხა შემომთავაზეს. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ჩემი მეუღლე, ფაქტის წინაშე დავდექი, ან ოჯახი უნდა ამერჩია, ან ფოტომოდელობა და მილანში ცხოვრება. რა თქმა უნდა, ავირჩიე ოჯახი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შვილები და მეუღლე. იქ აღარ წავედი, შემდეგ დაიწყეს მითქმა-მოთქმა, რომ წავიდა და არ მოეწონათ, ასეთი რამ არ მომხდარა, არ წავსულვარ არსად. მაგ პერიოდში, ზუსტად 300 000 გამომწერი დამემატა.
მეკითხებიან, რატო არ აირჩიე, უფრო პოპულარული იქნებოდიო, მე ყოველთვის ვიცოდი, რომ გავხდებოდი პოპულარული, ვერიფიკაცია მივიღე ინსტაგრამიდან, ამას ვერ იყიდი. ვფიქრობ, რომ დღეს უფრო ბევრად პოპულარული ვარ. მიხარია, რომ ოჯახი ავირჩიე და არა დროებითი კარიერა. მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი იმ რამდენიმე ადამიანის დამსახურებაა, რომელმაც ანტიპიარი გამიკეთა.
- გაქვთ თუ არა „ინსტაგრამიდან“ შემოსავალი? თითქმის არასდროს არეკლამებთ სხვადასხვა ნივთებს.
მე თვითონ არ მომწონს, როდესაც ადამიანები სხვადასხვა ბრენდებს არეკლამებენ და საკუთარ თავზე არ გვესაუბრებიან. რაც არ უნდა კარგი და საინტერესო იყოს, რეკლამები ხალხს ძალიან ბეზრდება. თუ ძალიან ფასეული და კარგია, მხოლოდ მაგას ვუწევ რეკომენდაციას, ჩემს თავზე დატესტილს, ესეც ძალიან იშვიათად ხდება. შემოსავლებს რაც შეეხება, მირჩევნია, ადამიანებს თავი არ მოვაბეზრო.
- გავიგეთ, რომ ქველმოქმედება გიყვარს და ამას ხშირად ისე აკეთებ, რომ არავინ გაიგოს.
დიახ, ამდენი ადამიანი იმიტომ ლაპარაკობს ამას, რომ რეალურად ვეხმარები სხვებს და არა იმიტომ, რომ ინსტაგრამზე მიმდევრები მომემატოს, უბრალოდ, მინდა, უანგაროდ დავეხმარო სხვებს. თანხით, საკვებით, ბავშვების ტანსაცმლით. ამას ჩემი თავისთვის ვაკეთებ, ეს სიამოვნებას მანიჭებს. პიარისთვის სიკეთე არასდროს გამიკეთებია. ხალხი ამას აფასებს და ეს ძალიან მახარებს.
- თქვენი დღევანდელი ცხოვრებით მადლიერი ხართ?
ადამიანებს ხშირად მოვუწოდებ, რომ რაც ახლა აქვთ, იმით იყვნენ მადლიერნი, რადგან თუ ყოველთვის იმაზე იფიქრეს, უფრო ძვირიანი მანქანა უნდათ, ან უკეთესი კაბა, ვერასოდეს ვერ შეიგრძნობენ ბედნიერებას, მერე მეტი მოუნდებათ. ყოველთვის უნდა იყო მადლიერი და მე ასე ვარ.
- როგორ ახერხებ ადამიანების სიყვარული მოიპოვო? რას ეტყოდი შენს ჰეითერებს
ხედავენ, ჩემი ლაპარაკიდან და პირდაპირი ჩართვებიდან, რომ არასოდეს არავისზე ცუდს არ ვამბობ. არ მივესალმები სხვის ჩაგვრას. ვფიქრობ ,კარგი ადამიანი ვარ. ცუდ კომენტარებზე ვიტყვი, რომ ნაკლებად ვკითხულობ .
- ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანზე მეტი გამომწერი გყავს...
სხვათა შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე გვქონდა მე და ჩემს მეუღლეს განხილვა. ჩემი მეუღლე მამშვიდებდა - ის სპორტსმენია, ნიჭიერია, სხვა დონეზეა, შენ არ ინერვიულო, თუ შენზე მეტი გამომწერი ეყოლება, ის ბიჭია, შენი კონკურენტი არ არისო (იცინის). ძალიან ვაფასებ ხვიჩას, მართლა მსოფლიო დონის სპორტსმენია და პრეტენზია არასოდეს მექნება, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ 300 000-ით ვასწრებ ხვიჩას მიმდევრებში.
View this post on Instagram
- ქართველი გამორჩეული ბლოგერი გყავთ?
არა, თუმცა, ყველას პატივს ვცემ და მომწონს მათი საქმიანობა. ბლოგერი და ინფლუენსერი ხალხმა შემარქვა, მე ჩემი „ინსტაგრამი“ მაქვს სამოყვარულო ფოტოებისთვის, რეკომენდაციებისა და ჩაცმულობის სტილისთვის. როგორც ბლოგერი, საკუთარ თავს არ მოვიაზრებ.
- ექსკლუზიურად გავიგეთ, რომ დაცვით დადიხართ
მინდა ვთქვა, რომ იძულებული გავხდი, დაცვა ამეყვანა, ყოველთვის, როდესაც ქუჩაში გავდივარ, მოდიან ფოტოებს მიღებენ, ხან უცხოელები, ზოგმა შეიძლება, არც იცის, ვინ ვარ და გაცნობის მიზნით მოდის. აუცილებელი რომ არ ყოფილიყო, არ ავიყვანდი. პირად სივრცეს ძალიან მირღვევდნენ.
საზოგადოებას რომ ავუხსნათ საიდან აქვს მარიამის ოჯახს შემოსავალი?
გვაქვს სხვადასხვა ბიზნესი, ახლა ვხსნი ესთეტიკურ ცენტს. ჩემს მეუღლეს აქვს სამშენებლო ექსკავატორი, უძრავი ქონება, რომელსაც ვაქირავებთ და პლუს ამას, არის მეზღვაური, კაპიტანია. ძალიან უყვარს მისი საქმე. ცალკე ჩემი „ინსტაგრამიდან“ მაქვს კარგი შემოსავალი.
View this post on Instagram