„ხვიჩაზე ეგოისტური მომენტი მქონდა..." - მარიამ შუკაკიძე, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს

ხვიჩა

ბათუმელი მოდელი მარიამ შუკაკიძე, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტი 3.5 მილიონი გამომწერი ჰყავს, ამბობს, რომ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე "ეგოისტური მომენტი" ჰქონდა, რადგან მას 3.2 მილიონიანი აუდიტორია ჰყავს instagram გვერდზე. 

„სხვათა შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზე გვქონდა მე და ჩემს მეუღლეს განხილვა. ჩემი მეუღლე მამშვიდებდა - ის სპორტსმენია, ის ნიჭიერია სხვა დონეზეა, შენ არ ინერვიულო თუ შენზე მეტი გამომწერი ეყოლება, ის ბიჭია, შენი კონკურენტი არ არისო (იცინის). მამშვიდებდა, რადგან მქონდა ეგოისტური მომენტი, მაგრამ ძალიან ვაფასებ ხვიჩას, მართლა მსოფლიო დონის სპორტსმენია და პრეტენზია არასოდეს მექნება, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ 300 000-ით ვასწრებ ხვიჩას მიმდევრებში“,- თქვა ექსკლუზიურ ინტერვიუში „პრაიმტაიმთან“ მარიამ შუკაკიძემ.