1750017082
ჯენიფერ ლოპესის და კიმ კარდაშიანის ფოტო ინტერნეტს იპყრობს

რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი და ბიზნესვუმენი კიმ კარდაშიანი და ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და მოცეკვავე ჯენიფერ ლოპესი გასულ დღეს Anastasia Soare-ის ბრენდის რიგით 25-ე საიუბილეო წვეულებას დაესწრნენ.
ვარსკვლავებით სავსე საღამოზე გადაღებული კადრები კიმმა და ჯენიფერმა სოციალურ მედიაში გაავრცელეს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მათთან ერთად საღამოს ოპრა უინფრი, შერონ სტოუნი, სოფია ვერგარა და სხვა ცნობილი ადამიანებიც ესწრებოდნენ.
View this post on Instagram