უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888
ნატალია ქუთათელაძის სამი თვის ვაჟი ძალზედ მუსიკალურია, ამბობენ. ტრადიციულ ბედობას ნანისთან, სანდრო, წელს, პირველად დაესწრო. ამ დროს დიდი მომღერლის სახლში სულ სიმღერა გაისმის. შვილთაშვილს კი ემოციებისგან თავი ვერ შეუკავებია და ატირებულა... როგორც მარინა ბერიძემ გვითხრა, ძალზედ მუსიკალური ბავშვია, სიმღერებზე გული უჩუყდებაო. ასე არ თვლის სანდროს დიდი და ლეგენდარული ბებია, ნანი ბრეგვაძე.
ნანი ბრეგვაძე: - მუსიკალური? ეს ჯერ არ ვიცით. სიმღერაზე ეტირება, გული უჩუყდება ან ეშინია. ჯერ როგორ შეიძლება თქვა, რომ მუსიკალურია ან სმენა აქვს?! ამის თქმა მეტიჩარა დედებს და ბებიებს სჩვევიათ. არა, ამის თქმა ახლა ძალიან სასაცილოა.
მუსიკა და სიმღერა სულ ესმის. ჩემი სიმღერის დროს, იცით, როგორ იტირა? გულიანად. ჩემი ბოხი ხმის უფრო შეეშინდა, ვიდრე ისიამოვნა.
მაგალითად, ნატალია ორ წლამდე არაფერს არ ამჟღავნებდა და წყნარად ვიყავით, რომ უცებ, ორი წლის შემდეგ, მივხვდით, რომ სმენა აქვს და სიმღერა დაიწყო.
უკრავდა გადასარევად, ძალიან კარგი პიანისტი იქნებოდა, მაგრამ ათწლედის დასრულების შემდეგ, პირდაპირ ვოკალის განხრით წავიდა.
სანდრო განვითარებული ბავშვია. ასაკს უსწრებს. აზრიანი გამოხედვა აქვს. თითქოს რაღაცას გელაპარაკება... ორი თვიდან თავი მყარად უჭირავს. ზეგ ოთხი თვის ხდება და ფეხზე დგება.
მუსიკალური მინდა იყოს, მაგრამ პროფესიით მომღერალი - არა. ან მე ვინ მეკითხება? ნატალიასაც არ სურს.
კაცს ჭკუა უნდა ჰქონდეს. კაცი უნდა იყოს ჭკვიანი. რა თქმა უნდა, ქალიც, მაგრამ კაცი აუცილებლად.