პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პიარ სამსახურის თანამშრომელს, გულიკო გორდელაძეს სოციალურ ქსელში გაზიარებული აქვს ბმული დასათაურებით - "ასეა დღემდე", სადაც ვკითხულობთ, რომ "აიპრესის" მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, საჯარო მოხელე გიორგი კეკელიძეს, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს, არც ერთხელ აუღია არც პრემია, არც დანამატი და არც რაიმე სახის ფულადი წახალისება. ყოველთვიური ხელფასიდან კი 100 ლარს, ის ლეიკემიით დაავადებულთა ფონდში რიცხავს.
საჯარო მოხელის ამგვარი საქციელი, რომ იშვიათი და სამაგალითოა, ეს უდავოა. გიორგი ბევრ მის წამოწყებასა და გამოწვევაშია სხვისთვის და მით უფრო, საჯარო მოხელეებისთვის მისაბაძი. და მაინც "პრაიმტაიმი" ინფორმაციის გადასამოწმებლად მას დაუკავშირდა. გიორგის პასუხი კი ასეთია.
გიორგი კეკელიძე: დიახ, ასეა და ეს არც გმირობა მგონია და არც არა ორდინალური საქციელი. ჩემთვის წარმოუდგენელია, საკუთარ თავს პრემია ან რაიმე სახის ფინანსური წახალისება გამოვუწერო. დიდად არც ვიმსახურებ. და რაც მთავარია, საკუთარ თავზე პრემიის გამოწერის ფორმაა ჩემთვის მახინჯი და მიუღებელი.