კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
საგარეჯოში მომხდარ სასტიკ დანაშაულს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ეხმაურება.
„იცით ალბათ, წელიწად-ნახევარი უმძიმეს დეპრესიას და შფოთვით აშლილობას ვებრძოდი. მას შემდეგ უამრავი ადამიანი მეხმიანება, რომელთაც წლებია სხვადასხვა სახის მენტალური სირთულეები ტანჯავთ. ზოგიერთთან შუაღამემდე მისაუბრია, ჩემი სამოყვარულო ცოდნით და გამოცდილებით რომ ვცდილობდი დამშვიდებას. მათ შორის ყოფილი სამხედროც ყოფილა და პოსტსრესული აშლილობები დიდწილად ამგვარი პროფესიის ადამიანებს აწვალებთ. ერთია ფსიქიატრიული სფეროს მოუწესრიგებელი მდგომარეობა, მეორე - მახინჯი სტერეოტიპები, საბჭოთა ტრადიციით ნაკარნახევი, უკბილო ხუმრობებით ნაპოლეონად ქცეულ ადამიანზე, სოფლის გიჟის ლეგენდები და ფრაზებად გამოთლილი გარიყვა: ,,აზრები აწუხებს".
დღესაც, როცა ვინმეს გაშავება უნდათ, სრულიად ლიბერალურ პოზიციაზე მყოფი პოლიტიკოსები ცინიკურად ამბობენ: ,,ფსიქიატრიის სფეროა". არადა ფსიქიატრიის სფეროა ყველა ადამიანი, საკუთარი შფოთვებით, უბრალოდ არის შემთხვევები, რომელიც აუცილებელ კლინიკურ ჩარევას მოითხოვს. როცა ეს საშინელი სტერეოტიპები დაირღვევა, სფეროსაც იოლად მიეხედება. მე ვიქნები ბრძოლაში ერთი რიგითი ელჩი.
p.s. ვუსამძიმრებ ამ უდიდესი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს.“ - წერს კეკელიძე.