VIDEO: „ბოდიში, მაგრამ აღარ შემიძლია...“ - რატომ გავიდა თიკა ფაცაცია გადაცემის ჩაწერიდან
1701461549
21 იანვარს მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრას გამართავს.
ღონისძიების სახელწოდებაა „დეპრესია და შფოთვები-ბრძოლა და გამარჯვება“, ღონისძიების ორგანიზატორი კი „ლივინგ მუზეუმი თბილისი“.
დაგეგმილი შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძეც:
„შაბათს გიორგისთან შეხვედრაა, მას აქვს სურვილი, გაუზიაროს გამოცდილება და რაც მთავარია, სტიმული მისცეს ადამიანებს, ვინც დღეს მის მსგავს გზას გადის.
თავისი მონოლოგის შემდეგ კი სხვა შეკითხვებსაც უპასუხებს, მათ, ვისაც მოენატრა გიორგისთან ურთიერთობა. დასწრება თავისუფალია, ანუ უფასო“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.