„გული ბევრ რამეზე მწყდება... ედუ და სანი ყოველთვის დარჩებიან ჩემს ბიჭებად“ - სანდრო შელია თათია შარანგიასთან დაშორების მიზეზებზე

თათია შარანგია

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენი სანდრო შელია და ტელეწამყვანი თათია შარანგია დაშორდნენ. 

დაშორების შესახებ პირველმა სოციალურ ქსელში სანდრო შელიამ დაწერა.

„ჩვენ ვრჩებით პარტნიორებად ჩვენი უმაგრესი ბიჭების აღზრდაში და ერთად თუ ცალ-ცალკე, ყველაფერს გავაკეთებთ მათი ბედნიერებისთვის“, - წერდა შელია „ფეისბუქზე“

წყვილის დაშორებიდან რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა რომ ტელეწამყვანი შეყვარებულია. 

მისი რჩეული ჯარჯი თორაძეა. 

მეუღლესთან დაშორების შემდეგ სანდრო შელია სოციალურ ქსელში აქტიურობას აგრძელებს. ბიზნესმენი ცოტა ხნის წინ უკრაინაში იმყოფებოდა. 

„ბევ­რი მე­გო­ბა­რი, ნა­თე­სა­ვი მყავს უკ­რა­ი­ნა­ში. დე­დით უკ­რა­ი­ნე­ლი ვარ. ბე­დო­ბის შემ­დეგ დღეს შე­ვი­ტყვე, რომ ჩემი მე­გობ­რე­ბი და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი, ნონა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ხვე­დე­ლი­ა­ნი აპი­რებ­დნენ მე­ო­რე დი­ლით უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლას. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმ სა­ღა­მოს­ვე მი­ვი­ღე, რომ გავ­ყო­ლო­დი და მე­ო­რე დი­ლით უკვე ერთ თვითმფრი­ნავ­ში ვი­ჯე­ქით ვარ­შა­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გა­დავ­წყვი­ტე, ეს სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ო­დი უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხთან ერ­თად გა­მე­ტა­რე­ბი­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის, ჩვე­ნი მა­მა­ცი ჯა­რის­კა­ცე­ბის გვერ­დით…“ - ამ­ბობს, ჟურ­ნალ „თბი­ლი­სე­ლებ­თან“

კი­თხვა­ზე, თუ რა გახ­და ათწ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი, ამ­ბობს, რომ გული ბევრ რა­მე­ზე სწყდე­ბა, თუნ­დაც მეტი უნდა ემუ­შა­ვა პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე…
სან­დრო შე­ლია:

- მე და თა­თი­ამ ერ­თად ბევ­რი წელი გა­ვა­ტა­რეთ. ეს ურ­თი­ერ­თო­ბა იყო გა­აზ­რე­ბუ­ლი, სიყ­ვა­რულ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. თუ ადა­მი­ა­ნი მარ­თლა გიყ­ვარს, რა თქმა უნდა, უნდა და­ქორ­წინ­დე და მას­თან ყო­ველ­თვის იყო გულ­წრფე­ლი, ერ­თგუ­ლი. მე­ო­რე ადა­მი­ან­თან ცხოვ­რე­ბის და­კავ­ში­რე­ბა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, მის წი­ნა­შეც და ბავ­შვე­ბის წი­ნა­შეც.

მე ვფიქ­რობ, გული ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ სა­კუ­თარ მოქ­მე­დე­ბებ­ზე, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე დაგ­წყდეს, იმა­ზე, რა­საც პი­რა­დად შენ აკონ­ტრო­ლებ. ამ მხრივ, კი, გული ბევრ რა­მე­ზე მწყდე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა უკეთ გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მე­ტად მო­მეს­მი­ნა, თუნ­დაც მეტი მე­მუ­შა­ვა პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა თუ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. რო­დე­საც ვი­ღაც გულს გწყვეტს, დას­კვნე­ბი უნდა გა­მო­ი­ტა­ნო, გაკ­ვე­თი­ლად უნდა მი­ი­ღო და ცხოვ­რე­ბა გა­აგ­რძე­ლო.

შე­ლი­ას თქმით, დღემ­დე არ აგ­რძე­ლებს ურ­თი­ერ­თო­ბას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან

- ედუ და სანი (თა­თია შა­რან­გი­ას ვა­ჟე­ბი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან) ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბი­ან ჩემს ბი­ჭე­ბად, ამას არა­ფე­რი შეც­ვლის. ასე­ვე არა­ფე­რი შეც­ვლის ჩემს მე­გობ­რო­ბას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან, რომ­ლე­ბიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან. არა­ვი­თა­რი ბა­რი­ე­რე­ბი აქ არ არ­სე­ბობს.