„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია საყვარელ ადამიანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც ემოციური მიმართვა ახლავს თან.
„ალბათ, ღმერთის, სამყაროს მიმართ მადლიერების განცდას მოაქვს სრულყოფილი ბედნიერება. ალბათ შეუპოვრობას ბედნიერებისკენ მიმავალ ბილიკზე მოაქვს რწმენა, რომ ყველაზე საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. რწმენას მოაქვს ენერგია გადადგმული ნაბიჯებისთვის. საუკეთესო კი მხოლოდ სიმართლეშია, გულწრფელობაში საკუთარი თავის მიმართ. საკუთარი შეცდომების მონანიების შემდეგ, დგება ახალი ფურცლის დრო და ამ ჭეშმარიტებაში მხოლოდ აღმაფრენის დროა. არ შეგეშინდეთ ბრძოლის, არ შეგეშინდეთ დაბრკოლების, ქარტეხილი სანამ არ გადაივლის სიმშვიდე არ ისადგურებს.“ - წერს ტელეწამყვანი.