გლადიატორის მეორე ნაწილი 2024 წელს გამოვა

გლადიატორი

გლადიატორის მეორე ნაწილი 2024 წლის მიწურულს, 24 ნოემბერს, გამოვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ფილმის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, უკვე ვიცით, რომ მისი რეჟისორი და პროდიუსერი კვლავაც რიდლი სკოტი იქნება. ამასთან, ცნობილია, რომ კინოსურათში მთავარი როლის შესასრულებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს სერიალ „ჩვეულებრივი ადამიანების" ვარსკვლავთან, პოლ მესკალთან.

რიდლი სკოტი ყოველთვის ამბობდა, რომ გლადიატორს გასაგრძელებლად დაუბრუნდებოდა. მით უფრო, რომ ფილმი გამორჩეულად წარმატებული გახდა, როგორც კომერციულად, ასევე კრიტიკოსებისა და მაყურებლის აღიარებით. 2001 წლის ოსკარზე გლადიატორმა ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის, საუკეთესო ფილმისა და მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიებში. ამასთან, ფილმმა მსოფლიოში $460 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.