ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 2 მაისს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა
1746165881
გია დავითიანი იუბილარია და მეგობრებმა, დაჟინებული თხოვნით, ერთ-ერთი რესტორანში, საიუბილეო საღამოს ჩატარებაზე დაიყოლიეს. მომღერალი მეგობრები, კი ვინც საღამოს გაალამაზებენ, არიან - "ქართული ხმების" წევრები: გიგა აბესაძე, დათო კიკაბიძე, კახა გრიგალაშვილი... მათთან ერთად იქნება ანსამბლი "ალილო", გოგიტა მშვიდობაძე, არჩილ ცანკაშვილი, გიორგი ცაავა, გია ბაღაშვილი. რესტორანში მისული ადამიანები ასევე მოისმენენ ეკას არჩვაძის და გია დავითიანის შვილების - შოთიკოსა და ნინუცას ნამღერს.
ორ წელიწად ნახევარია, რაც გია და ეკა არჩვაძე ერთად არიან. წყვილის ფოტოებიდან პატივისცემა და სიყვარული იფრქვევა.
ერთმანეთი ცოტა გვიან იპოვეს, თუმცა უერთმანეთოდ დაკარგულ წლებს ინაზღაურებენ და... ცხოვრებით ტკბებიან...
ეკა მეუღლეს "პრაიმტაიმის" მეშვეობით დაბადების დღეს ულოცავს.
ეკა არჩვაძე: მე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ტორტი შევუკვეთე, საქსოფონიანი, რადგან გია და საქსოფონი განუყრელია.
გია ასაკს არ მალავს, 64 წლის გახდა. მაგრამ ჩემზე ახალგაზრდულია. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ირგვლივ რომ მიმოვიხედავ და მისი ასაკის ადამიანებს ვხედავ, გია მათთან შედარებით, ნამდვილად არ არის 64 წლის. ამიტომ არ მინდა, რომ თქვას, რა ასაკისაა. ცხოვრების ხარისხით, სტიმულითა და შინაგანი განწყობით, ნამდვილად არ არის ამ ხნის. ცხოვრობს ახალგაზრდული შემართებით და მეც ვცდილობ, რომ ცხოვრება გავულამაზო.
გიასთან ერთად ცხოვრება ჩემთვის ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. კვირაში ერთხელ-ორჯერ სადღესასწაულო საღამოებზე ვართ და ამით იმხელა სიამოვნებას ვიღებ, რომ დადებითად ვიმუხტები. მერე ეს ჩვენს ურთიერთობაზე აისახება. სულ სავსე ვარ დადებითი ემოციებით. ძალიან მხიარულია და ხელს მიწყობს, რომ მუდმივად დადებით განწყობაზე ვიყო.
ხშირად მიძღვნის პოეტურ ფრაზებს, მე მივდივარ და ვიწერ, რომ არ დაიკარგოს და მუდმივად ჩემთან იყოს.
სამსახურის გამო ხშირად ვერ ვახერხებ ჩვენს აგარაკზე, ბროწეულაში ჩასვლას, სადაც ახლა ვარდები საოცრად ყვავიან. ეზოში გამაბრუებელი სურნელი ტრიალებს და მეუბნება, სანამ შენ ამოხვალ, ფურცლები დასცვივდებაო. ჩემთან ერთად უნდა იქ ვარდების ხილვა. ისე აეწყო ის კვირა, ვერ ავედი და გია განცდებშია.
ყველას უყვარს, ყველა ეფერება. ეს ყველაფერი სასიამოვნო მოსასმენია.
გიასგან ჩუმად მიყვარს მისი ნამღერის მოსმენა. უფრო გრძნობით ვუსმენ, სხვანაირად. მამუკა ჩარკვიანის "ჩემი აღარა ხარ, მორჩა"-ს ისეთი გრძნობით ასრულებს, რომ ფიქრებში გამოგზაურებს. ტანში ჟრუანტელს მგვრის. მე მომწონს მისი ძველი სიმღერები, ქალაქურ მანერაში შესრულებული. ბევრს აღარ მოსწონს, მე მომწონს, ძველი თბილისი მოაქვს.
მიადვილდება მასთან ერთად ცხოვრება. ტრადიციების მოყვარულია. მეც ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი და ამდენად, გიასთან თანაცხოვრებით არაფერი გამჭირვებია.
დაბადების დღეზე საოცარი სიურპრიზი აქვს.
გიას ჰყავდა დაბალბეწვიანი მეცხვარე ძაღლი სახელად ვისკი, რომელიც საოცრად უყვარდა. და რა მოხდა? ვისკიმ "იქიდან" სიურპრიზი გაუკეთა: გიას დაურეკა ბროწელაუდან მეზობელმა და უთხრა, ჩემმა ძაღლმა ვისკისგან ლეკვები დაყარაო. არ მინდა გავაჩუქო, რადგან ვისკის გვანანო. გიამ ნახა და შოკში იყო. მართლა საოცრად ჰგავს მამამისს ეს ლეკვი. მე ვუთხარი, დაბადების დღეზე ვისკიმ საჩუქარი გაგიკეთა-მეთქი.
გიასთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ეს არის, რადგან განცდებში იყო, ვისკის შემდეგ კიდე თუ მოვიყვან სახლში ძაღლს, არ ვიციო.
ერთი ერთში ჰგვანან ერთმანეთს მამა-შვილი. მოკლედ, გია სიხარულისგან გაგიჟებულია. ლეკვს ვისკის ვარქმევთ.