დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„მის გერმანია 2024"-ის გამარჯვებული ორი შვილის დედა, 39 წლის არქიტექტორი აპამე შიონაუერი გახდა. შიონაუერი თეირანში დაიბადა და ირანიდან, ექვსი წლის ასაკში ოჯახთან ერთად გაიქცა.
„გერმანიაში გადმოვედით, რომ მე და ჩემს დას თავისუფლად გვეცხოვრა. გზა ადვილი არ იყო“, - ამბობს ქალი, რომლის დევიზიც დაბრკოლებებთან შეჯახებისას არის: „განაგრძე სვლა!"
ცნობისთვის, „მის გერმანია", რომელიც თავდაპირველად სილამაზის კონკურსი იყო, 2019 წლიდან სხვაგვარი სახის კონკურსი გახდა და კონკურსანტების შეფასება ხდება არა მხოლოდ გარეგნობის, არამედ ხასიათის, მიზანსწრაფულობის, შემოქმედებითI მიღწევების ან რაიმე უნიკალურობის მიხედვით და გამარჯვებული გვირგვინს აღარ იღებს.
ორგანიზატორების თქმით, აპამეჰ შიონაუერი - „ქალი-ლიდერი" - 25000 ევროს ოდენობით ფულად ჯილდოს მიიღებს. მიმდინარე შეჯიბრების სიახლე ასაკობრივი ცენზის გაუქმება იყო. ახლა 18 წლის და უფროსი ასაკის ყველა ქალს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. წლევანდელი კონკურსის ყველაზე ხანდაზმული ფინალისტი 42 წლის ჰამბურგელი სექს-კონსულტანტი მინონ კოვოლიკი იყო, ყველაზე ახალგაზრდა კი წარმოშობით განელი 22 წლის ფსიქოლოგი ესენიდან, ადვოა ავუა.
კონკურსში სულ 15 ათასი ქალი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებსაც დონორის გული რამდენიმე წლის წინ გადაუნერგეს ან რამდენიმე წელია, რაც იშვიათი ავტოიმუნური დაავადება აქვს და ინვალიდის ეტლით ან ელექტრო ორტეზით გადაადგილდება.
სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა „მის გერმანიის“ ფოტოს. ნაწილი ფიქრობს რომ ეს სილამაზის კონკურსი იყო.
ბლოგერი გურამ შეროზია ქალის კრიტიკოსებს ასეთი პოსტით ეხმიანება
„აპამე შონაუერი - მის გერმანია 2024. შეესია ამ ქალს მთელი ერი, არა და ეს სილამაზის კონკურსი არაა.აპამე არის ირანელი, კი იცით, რა პირობებში უწევთ ქალებს ირანში ცხოვრება, ჰოდა თან აქტივისტია, თან წარმატებული ქალი, გერმანიაში ცხოვრობს წლებია და კონკურსიც სწორედ იმაზეა, თუ ვინ რა წარმატებას მიაღწია და არა სულელურ ცხვირ-ტუჩ-ძუძუ სტანდარტებზე, რომელიც დღეს ყველას შეუძლია პლასტიკური ქირურგიის დახმარებით.თუმცა ჩემი აზრით ვიზუალურადაც საკმაოდ ეშხიანია და ფილერგადამსკდარ, წამწამებმიკრულ კრასოტკებს მინიმუმ ჭკვიანი მზერით და ღიმილით სჯობს.პ.ს. წამწამებით ცაში ღრუბლებს რომ ფანტავთ, ეგ საზოგადოება ნუ შემომესევით, პარალელი იყო უბრალოდ, თქვენ მოგწონდეთ მთავარია“,-წერს გურამ შეროზია.