ფიბი დაინევორის პერსონაჟი „ბრიჯერტონის“ მესამე სეზონში არ იქნება

ბრიჯერტონი

ინგლისელმა მსახიობმა ფიბი დაინევორმა დაადასტურა, რომ მისი პერსონაჟი - დაფნი, Netflix-ის პოპულარული სერიალის „ბრიჯერტონის“ მესამე სეზონში არ გამოჩნდება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

„სამწუხაროდ, მესამე სეზონში არ ვარ. მოუთმენლად ველი როდის შევძლებ მის ნახვას, ამჯერად მხოლოდ მაყურებლის როლში“, - განაცხადა მსახიობმა. მისივე თქმით, შესაძლოა მაყურებელმა დაფნი შოუს შემდეგ სეზონებში იხილოს.

დაინევორი „ბრიჯერტონის“ პირველი სეზონის მთავარი გმირი იყო, რეგე-ჟან პეიჯთან ერთად, რომელმაც შოუში ჰერცოგ საიმონ ბასეტის როლის შეასრულა. პეიჯი სერიალის მეორე სეზონში არ დაბრუნებულა, თუმცა დაინევორს შედარებით მცირე როლი ჰქონდა.

„ბრიჯერტონის“ მესამე სეზონის პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია. ს