„ფერიების ქვეყნიდან მგონიხართ...“ - ულამაზესი კადრები ემმი სულაბერიძის ნათლობიდან

ჯანეტი

ტელეწამყვან ნოე სულაბერიძისა და მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის მესამე ქალიშვილი, ემმი, გაქრისტიანდა.

წყვილმა პატარას ნათლობის ფოტოები და კადრები სოციალურ ქსელში გააზიარა. ემმის ნათლობის ცერემონიას ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

ულამაზესმა კადრებმა სოციალურ ქსელში დიდი მოწონება და გამოხმაურება მოიპოვა.

„ფერიების ქვეყნიდან მგონიხართ“; „ზღაპრიდან მოსული ბავშვები, სილამაზეები“; „ზღაპრის გმირები საზღაპრეთიდან... როგორი ლამაზები ხართ“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ნახეთ კადრები ↓