ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
2026 წლის 5 სექტემბერს, სიცილიის ულამაზეს ქალაქ მონტეროსო ალმოში, გაიმართა მასშტაბური საერთაშორისო კულტურული ღონისძიება, რომელიც ასოციაცია La Via dell’Arte-ს ორგანიზებითა და მისი პრეზიდენტის, რობერტო გუჩიონეს (Roberto Guccione) ხელმძღვანელობით ჩატარდა.
საზეიმო შეხვედრას განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოუცხადა მონტეროსო ალმოს მერმა, სალვატორე პაგანომ (Salvatore Pagano), რომელმაც ქალაქის საპატიო სტუმრების სტატუსით ღონისძიების მონაწილეებს სამახსოვრო ატესტატები გადასცა. ღონისძიებას პროფესიონალურად უძღვებოდა ცნობილი ჟურნალისტი ვალერიო მარტორანა (Valerio Martorana).
ქართული კულტურის გზა იტალიურ სივრცეში
La Via dell’Arte-ს ოფიციალური წარმომადგენელ-დელეგატის იტალიაში, ფიქრია კუჭუხიძის განცხადებით, საქართველოსა და ასოციაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი 2025 წლის 6 დეკემბერს დაიწყო, როდესაც პალერმოში, ისტორიულ ლამპედუზების სასახლეში, პირველად შესრულდა ქართული ტრადიციული ცეკვა.
ამ მნიშვნელოვან მოვლენას მოჰყვა 2026 წლის 5 აპრილს პალერმოში გამართული გამოფენა, სადაც ფიქრია კუჭუხიძეს ოფიციალურად მიენიჭა დელეგატის სტატუსი.
2026 წლის სექტემბერში კი ქართული კულტურა უკვე ოფიციალურად წარდგა მონტეროსო ალმოს საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებაზე, სადაც საქართველოს კულტურა, ხელოვნება და ტრადიციები საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოჩნდა.
ახალი ინიციატივები და საზოგადოებრივი საქმიანობა
ფიქრია კუჭუხიძე აქტიურად მოღვაწეობს როგორც კულტურის, ისე საემიგრაციო სფეროში. იგი არის CISL-ის წარმომადგენელი და ANOLF-ის ოპერატორი.
ამასთანავე, სულ ცოტა ხნის წინ, ქალაქ ბარიში, მან დააფუძნა „ქართული კულტურის სახლი“ (Casa della Cultura Georgiana APS) — ორგანიზაცია, რომლის მიზანია ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია და საქართველოსა და იტალიას შორის კულტურული და ინტერკულტურული ურთიერთობების განვითარება.
„ქართული კულტურის სახლი“ გაწევრიანებულია FITEL-ში (Federazione Italiana Tempo Libero), რომელიც წარმოადგენს მესამე სექტორის ქსელს და თანამშრომლობს იტალიის მთავარ პროფკავშირულ ორგანიზაციებთან — CISL, CGIL და UIL.
პროექტის განხორციელებაში განსაკუთრებული მხარდაჭერა და თანადგომა გამოიჩინა FITEL-ის პულიის რეგიონალურმა პრეზიდენტმა, კოსტანტინო მასტრორილიმ (Costantino Mastrorilli).
Premio Sicilia 2026 — ქართული კულტურის საერთაშორისო აღიარება
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია Premio Sicilia, სადაც იტალიელ დამსახურებულ მოღვაწეებთან და სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანებთან ერთად ქართული კულტურის წარმომადგენლებიც დაჯილდოვდნენ.
„ქართული კულტურის სახლის“ წარდგინებით დაჯილდოვდნენ:
შორენა კუჭუხიძე — ისტორიკოსი და ქართული კულტურის მკვლევარი;
ნინო მოდრეკილაძე — პოეტი.
ღონისძიების ორგანიზატორებისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ ორგანიზაციისა და წარმომადგენლების ჩართულობა, რომლებსაც საქართველოსა და ქართულ ემიგრაციასთან მჭიდრო კავშირი აქვთ.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა Premio Iveria-მ, რომლის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იტალიაში, პულიაში, ქალაქ ბარიში, არის ფიქრია კუჭუხიძე.
ქართული კულტურის ევროპაში პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა Premio Iveria-ს დამფუძნებელი ნუგზარ-პეტრე ჭიაბერაშვილი.
Premio Iveria-ს წარდგინებით დაჯილდოვდნენ:
მაყვალა გონაშვილი;
ლადო კახაძე;
ვლოდიმირ კოზიუკი — უკრაინელი ხელოვანი.
ეს დაჯილდოებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული კულტურის საერთაშორისო სივრცეში წარმოჩენის მნიშვნელობას და იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებიც ხელოვნებისა და კულტურის საშუალებით ქვეყნებსა და ხალხებს ერთმანეთთან აახლოებენ.
ფიქრია კუჭუხიძე განსაკუთრებულ მადლობას უხდის La Via dell’Arte-ს პრეზიდენტს, Roberto Guccione-ს, ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ დიდი შესაძლებლობისთვის, რომელსაც იგი წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის კულტურის წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს, აძლევს.
მისი განსაკუთრებული მადლობა ასევე ეკუთვნის მასპინძელი ქალაქის, მონტეროსო ალმოს მერს, Salvatore Pagano-ს, სტუმართმოყვარეობისა და ქართული კულტურისადმი გამოჩენილი პატივისცემისთვის.
„განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ქალაქის მერის მიერ საპატიო მიღებაზე მონაწილეებისთვის სამახსოვრო ატესტატების გადაცემას — ქალაქის საპატიო სტუმრების სტატუსით. ეს აღიარება ფიქრია კუჭუხიძისთვის პირადადაც დიდი პატივია.
მადლობა ღონისძიების უნიჭიერეს და პროფესიონალ წამყვანს, ჟურნალისტ Valerio Martorana-ს, რომელმაც საზეიმო საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა.
განსაკუთრებული მადლობა FITEL-ის პულიის რეგიონალურ პრეზიდენტს, Costantino Mastrorilli-ს, „ქართული კულტურის სახლის“ დაფუძნებისთვის გამოჩენილი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და La Via dell’Arte-ს შორის არსებულ მრავალწლიან და მტკიცე პარტნიორობაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ასოციაციის უცვლელ წარმომადგენელს საქართველოში — ნინა დარჩიას, რომელიც ღონისძიებებს ტრადიციულად საკუთარ დელეგაციასთან ერთად სტუმრობს.
მჯერა, რომ კულტურას საზღვრები არ აქვს. ჩვენ შეგვიძლია, ერთად შევქმნათ მტკიცე ხიდები საქართველოს, იტალიასა და ევროპას შორის — ხელოვნებით, მეგობრობითა და თანამშრომლობით.
„ქართული კულტურის სახლის“ კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს საქართველოს გაცნობა, მისი კულტურისა და ტრადიციების გაზიარება და ახალი კულტურული ურთიერთობების შექმნა“, — აღნიშნავს ფიქრია კუჭუხიძე.

