გერმანიაში, სამხედრო აეროდრომიდან ერთ კილომეტრში, ჩამოვარდნილი დრონი იპოვეს

გერმანიაში, სამხედრო აეროდრომიდან ერთ კილომეტრში, ჩამოვარდნილი დრონი იპოვეს

გერმანიაში, ჰანოვერის მახლობლად, სამხედრო აეროდრომიდან ერთ კილომეტრში, ჩამოვარდნილი დრონი იპოვეს. ტერიტორიაზე შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები მუშაობენ.

უპილოტო საფრენი აპარატის მფლობელის ვინაობა, ამ ეტაპზე, უცნობია. მედია წერს, რომ სამხედრო ბაზაზე გერმანიის საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავებია განთავსებული.

შეგახსენებთ, მსგავსი ფაქტი გერმანიაში აგვისტოშიც დაფიქსირდა. ლაიფციგის აეროპორტში, ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონები იპოვეს. ოფიციალურმა ბერლინმა დივერსიის მცდელობაში რუსეთი დაადანაშაულა. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.