გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის გამარჯვებული გურამ შეროზია გახდა.
პროექტში გამარჯვების შემდეგ მას „პრაიმტაიმი“ ესაუბრა.
როგორ აღნიშნე გამარჯვება?
გამარჯვება აღვნიშნე „პრაიმ ჰაუსში“ და შემდეგ წავედი სახლში, სადაც დამხვდნენ დედა, მამა და ბავშვი, სწორედ ესენი არიან ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად უხარია ჩემი გამარჯვება და ყველაზე მეტად მიჭერდნენ მხარს. ოჯახის შემდეგ დავეკონტაქტე ჩემს გულშემატკივრებს დახურულ ჯგუფში და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მათ.
რა გეგმები გაქვს მოგებულ ბინასთან დაკავშირებით?
მოგებული ბინა ბარდება 1 წლის შემდეგ, შესაბამისად გეგმები ჯერ ნაადრევია.
რას აპირებ სამომავლოდ?
სამომავლო გეგმები ძალიან დიდი მაქვს, პროექტიდან ძალიან მობილიზებული გამოვედი, უფრო მეტად გავზრდი და გავააქტიურებ ჩემს ტურისტულ კომპანიას, ასევე მექნება რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი და დავასრულე წიგნზე მუშაობა, რომელიც ჩემს ცხოვრებას და წარმატებისკენ მიმავალ გზას ასახავს.
რა მოგცა პროექტმა?
პროექტმა მომცა უამრავი ადამიანის მხარდაჭერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, მომცა სტრესი და გამომიყვანა კომფორტის ზონიდან, რაც ასევე კარგია სამომავლო განვითარებისთვის. ასევე პროექტმა მომცა კიდევ უფრო დიდი პოპულარობა, ბინა, დამიბრუნა იმედი და რწმენა, რომ ხალხი დგას ერთმანეთის გვერდით. ბევრი კარგი რამე მომცა, ამიტომ უდიდესი მადლობა პროექტს.
რას ეტყოდი გულშემატკივარს?
რომ არა ისინი, მე ვერ გავძლებდი ემოციურად, ვერც ფიზიკურად. აქამდე, რომ მოვედი ეს არის მათი დამსახურება. ერთადერთი რაც შემიძლია მათ ვუთხრა ეს არის უდიდესი მადლობა.