გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
უკვე მეოთხე კვირაა, რაც „რუსთავი 2“-ზე „პრაიმ ჰაუსი“ დაიწყო. შეგვიძლია, უკვე თამამად ვთქვათ, რომ რეალითი შოუ ყველა რეიტინგს ხსნის. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს თითქმის, 24 საათის განმავლობაში შეუძლია თვალი ადევნოს მონაწილეების ცხოვრებას, მაინც არის გარკვეული დეტალები, რომელიც კადრში ვერ ხვდება, თუმცა, საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს.
მაყურებელს არ გამორჩენია გიორგისა და ანის გამორჩეული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. როგორც ანი ყიფშიძე „პრაიმთაიმთან“ ამბობს „ყველაფერი თავისთავად მოხდა“.
„გიორგი ჩემთვის ყველაზე მაგარი კაცია. ის ჩემთვის ის ადამიანია, რომელსაც ვუგებ. უფრო ახლოსაა ჩემთან... ძალიან მომწონს. მაგარი კაცია, გიო. ყველაფერი რაც კარგია, შემიძლია, მასზე ვთქვა. დასაფასებელი ადამიანია. ის კასტინგებზე გავიცანი. საქართველოში არ ვცხოვრობდი, გიორგი ნაზღაიძის შესახებ არ ვიცოდი. როგორც ამ პროექტში გავიგე, მას ბევრი ადამიანი იცნობს.
ეს ყველაფერი თავისთავად მოხდა. დაგეგმილი არაფერია. გიორგის დახმარება იმიტომ არ გადამიწყვეტია, რომ შემეცოდა. გიორგი მაგარი კაცია და მე მინდოდა ეს ყველაფერი მომხდარიყო, ჩვენი მეგობრული ურთიერთობა. ჩემი გულით იყო, არაფერი დაძალება. რაღაცებს ვსწავლობ მისგან. ის ძალიან ჭკვიანი და კარგი ადამიანია. მინდა სულ ასეთი იყოს. მხიარული... არ მინდა მის სახეზე მოწყენილობა დავინახო. მინდა, სულ ბედნიერი იყოს, “- ამბობს ანი ყიფშიძე.