ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
უკვე მეოთხე კვირაა, რაც „რუსთავი 2“-ზე „პრაიმ ჰაუსი“ დაიწყო. შეგვიძლია, უკვე თამამად ვთქვათ, რომ რეალითი შოუ ყველა რეიტინგს ხსნის. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს თითქმის, 24 საათის განმავლობაში შეუძლია თვალი ადევნოს მონაწილეების ცხოვრებას, მაინც არის გარკვეული დეტალები, რომელიც კადრში ვერ ხვდება, თუმცა, საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს.
შოუ რომ მოულოდნელობით სავსეა, ეს მონაწილეების გუშინდელ გადაწყვეტილებაშიც ჩანს. ერთ-ერთი აუტსაიდერი თეონა წიწაკიშვილია. რომელიც „პრაიმთაიმთან“ პროექტში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს.
„მე მაგალითად, დისლაიქს მხოლოდ ერთი ადამიანისგან ველოდი. მაგრამ, თუ კიდევ ორი ადამიანი ზემოდან დამიმატებდა ეს არ მეგონა. მონაწილეებთან მართლა კარგი ურთიერთობა მაქვს. ლიზასგან ეს სრული შოკი იყო. ის ჩემთვის ის ადამიანია ვისთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ერთ-ერთი მონაწილეა ვისთანაც ახლოს ვარ. მაგრამ, ისეთი რამ ეწყინა, რომ ვერც წარმოვიდგენდი. თუმცა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურები ვართ. მერე მოვაგვარეთ. გავიგეთ ყველაფერი. შევრიგდით და ეს გაუგებრობა დავალაგეთ“.
„დიდი იმედი მაქვს ხალხის და ჟიურის“
„ვფიქრობ, ის ადამიანი დატოვებს პროექტს ვინც არ არის საჭირო, რომ აქ იყოს და ბრძოლა გააგრძელოს. რამდენიმეს ვხედავ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ხალხის და ჟიურის. თუ ამ ორიდან არც ერთმა არ აგირჩია ე.ი. არ ხარ საინტერესო და საჭირო ამ პროექტისთვის, ჩემი აზრით.
ტატოზე ვფიქრობდი, რომ პროექტისთვის საჭირო იყო. მეც ასეთი ადამიანი ვარ, იმპულსური და ცოტა ფეთქებადი. ისიც ასეთი იყო. ზოგჯერ სიტყვებს ვერ აკონტროლებდა. იმიტომ იყო საყვარელი, რომ თვითონ ამბობდა მერე... ძალიან აქტიური და როგორც პერსონა პროექტისთვის საინტერესო იყო“.
„უკვე ისეთ ეტაპზე ვართ, რომ შენს თავს ვერ მოიგონებ და ვერ ითამაშებ“
„ფინალში ჩემთან ერთად ვხედავ გიორგის. ამ ადამიანმა ბევრი რამ მაწყენინა, მაგრამ პროექტისთვის ნამდვილად საინტერესოა და ფინალში ყოფნას იმსახურებს. იგივე შემიძლია ვთქვა როიალზე. ხუმარა, საყვარელი ადამიანია, ხალხმა შეიყვარა. ასევე, იქნება პატრიკი.
თეონა ზუსტად ისეთია როგორც ცხოვრებაში. ოღონდ ერთი ფაქტორია. ემოციური თვალსაზრისით, როგორც გარეთ რაღაცაზე მძაფრი რეაქცია მექნებოდა აქ, შეიძლება ცოტა თავი შევიკავო. უკვე ისეთ ეტაპზე ვართ, რომ შენს თავს ვერ მოიგონებ და ვერ ითამაშებ. მაინც გამოჩნდება, როგორიც ხარ.
ჩემი შვილი და ჩემი მეუღლე მენატრება. ვეტყოდი, რომ გაძლებას ვუსურვებ მათ და საკუთარ თავსაც. რადგან დავიწყეთ ეს, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ჩემი მეუღლე ყველა დეტალში გვერდით მიდგას“.