ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრებაში კვირის ბოლოს ჯადოსნური მოვლენა მოხდება
1734019638
დათო ხუჯაძე მალე მესამე შვილის მამა გახდება. თუმცა მომღერლის ცხოვრებაში, მხოლოდ ეს სიახლე არ არის. მას მესამედ უქორწინია! აი, ასე უხმაუროდ და პრესისგან ყოვლად იზოლირებულად! აპლოდისმენტებს ნამდვილად იმსახურებს, რომ ტაბლოიდურ გამოცემებს, მესამე ქორწინება ასე ოსტატურად გამოაპარა.
როგორც "პრაიმტაიმს" სანდო წყარომ ამცნო, თაკო თუხაშვილზე ხუჯაძემ გასული წლის სექტემბერში იქორწინა. მომღერალი თავის მეორე ცოლთან, ეკა დალაქიშვილთან უკვე ერთი წლის გაყრილი იყო. არც ეს გაუგია არავის. ამ პატარა ქალაქში, მომღერალმა განქორწინება და ხელახლა ქორწინება, უხმაუროდ, მშვენივრად შეძლო.
დათომ ეკა დალაქიშვილზე 2021 წელს იქორწინა, ჩაქვში, სასტუმრო-კომპლექს "ოაზისში" გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა და ცნობისმოყვარე საზოგადოებას რჩეული ასე გააცნო. წყვილს ლამაზი ილა შეეძინა. ეს მომღერლის მეორე ქალიშვილია. უფროსი შვილი, მელანო ხუჯაძე კი უკვე 14 წლისაა. ლამაზი მელანია, დათო ხუჯაძეს პირველი ქორწინებიდან, ნათია ონიანისგან ჰყავს. წყვილი მოსკოვში ცხოვრობდა, თუმცა რამდენიმე წელში, ქორწინება გაყრით დასრულდა. სამშობლოში დაბრუნებული დათო, ინტერვიუებში ამბობდა, რომ ყოფილი ცოლი, ქალიშვილთან არ აკონტაქტებს... ასე გაგრძელდა წლები. გასული წლის იანვარში კი, მელანია თბილისს ეწვია და ერთ-ერთ კონცერტზე მამასთან ერთად იმღერა კიდეც...
***
თაკოს და დათოს სიყვარულის ისტორია კი გაცილებით ადრე დაიწყო, დაახლოებით, რვა წლის წინ; მანამ, სანამ მომღერალი მეორედ იქორწინებდა.
"პრაიმტაიმის" წყაროს ცნობით, წყვილის "ლავ სთორი", იმ პერიოდში, დაშორებით დასრულდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ დროებით. და, როგორც უკვე შეიტყვეთ, ხუჯაძემ 38 წლის თაკო თუხაშვილზე რამდენიმე თვის წინ იქორწინა.
გავიგეთ ისიც, რომ დათო ივნისის ბოლოს ვაჟს ელოდება. ორი ქალიშვილის შემდეგ, ვაჟის დაბადება, მამას ძალზე აბედნიერებს.
"დიახ, შვილს ველოდები, მაპატიეთ, მაგრამ ეს ჩემი სიხარულია და ამაზე საჯაროდ საუბარი არ მსურს" - უთხრა დათომ "პრაიმტაიმს".
ასევე დაგაინტერესებთ:
"ბედნიერი მომენტები” - ილია თოფურიას ორსული მეუღლე ახალ კადრებს გვიზიარებს
"მუდამ სხვებზე ფიქრობდა და ოჯახებს ეხმარებოდა. იყო დიდი, მორცხვი ბავშვი" - "დოჩანას" მოძღვარი იხსენებს