„ეს სიტყვა იმდენად გაუფასურდა, რომ გაჟღერებაც აღარ მინდა...“ - რას წერს ბაგირა გურამზე

ბაგირა გურამი

გურამ შეროზია აუტსაიდერების სკამს უკვე მეორე კვირაა არ შორდება. მის „ფეისბუქ“ გვერდზე კი ერთგული მხარდამჭერების თბილი კომენტარები არ წყდება. გამონაკლისი არც ბაგირა აღმოჩნდა. ის უკვე მეორედ მოუწოდებს ყველას, მხარი დაუჭირონ გურამს, რადგან გურამი მისთვის სიმართლესთან ასოცირდება.

„უკვე მეორედ! ეჭვი მაქვს არა უკანასკნელად!
ჩემი სრული მხარდაჭერა სიმართლეს. ეს სიტყვა იმდენად გაუფასურდა, რომ გაჟღერებაც აღარ მინდა, მაგრამ ეს ის ადამიანია, რომელიც მარტო სიმართლის მხარესაა. მარტო არ და ვერ გავძლებ, ჩემი ძალა და იმედია ეს ადამიანი.
იმ ადამიანებს, ვისაც რეალობის შეგრძნება გაქვთ, ვიცი სწორ მხარეს აირჩევთ“, - წერს ბაგირა.