1728312638
ეს პასუხი არავის არ მოსწონს.., - როგორ დაიკლო თიკა ჯამბურიამ წონაში
მომღერალი თიკა ჯამბურია „ინსტაგრამზე“ საკუთარ გამომწერებს იმ ფორმულას უზიარებს, რომელიც მას არასასურველი კილოგრამების დაკლებაში დაეხმარა.
„როცა ადამიანებს ვწერ, რომ არ ვჭამდი, რომ ძალიან ცოტა და ძალიან დაბალკალორიულ საჭმელებს ვჭამ, ეს პასუხი არავის არ მოსწონს.
მახსოვს, მეც რაღაც განსაკუთრებულ ფორმულას ვეძებდი გასახდომად, ადვილს და მარტივს, მაგრამ, მეგობრებო, მარტივი ფორმულა არ არსებობს.
სიგამხდრისკენ ერთადერთი გზა არის დაბალკალორიული საჭმელი, ძალიან ცოტა ჭამა, 18-საათიანი კონტროლი, ბევრი წყალი და ვარჯიში.
რეალურად, ყველამ ძალიან კარგად იცის, რა საკვები ასუქებს, რა საკვები არ ასუქებს, რა არის ჯანსაღი და რა არის არაჯანსაღი.
არავის სჭირდება ჩემგან და არავისგან სწავლება, რომ კარგია ბოსტნეული, ცილა, ხილი, ცუდია – ცომი, შაქარი, გაზიანი სასმელები.
ძალიან მარტივია – ჭამეთ ის, რასაც აქვს დაბალი კალორია და ჯანსაღია და არ ჭამოთ ის, რასაც აქვს ბევრი კალორია და არ არის ჯანსაღი“, – ამბობს თიკა ჯამბურია.