დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე 50 წლის ასაკში ამბობს, რომ ახლა მას ყველაზე მშვიდი ეტაპი აქვს. ოცწლიანმა ქორწინებამ ხათუნა თოთლაძესთან გაამართლა, ერთადერთი ქალიშვილი, 17 წლის ანასტასია, მამის საუკეთესო მეგობარია.
„სარკესთნ“ ავთანდილი მეუღლესთან გატარებულ დროს და იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც მათი დაქორწინებისას ბევრი ამბობდა, რომ გავლენიან ოჯახს მიზანმიმართულად დაუახლოვდა.
„ბევრს არ უნდოდა დაჯერება, რომ ხათუნას ბავშვობიდან ვხატავდი. როდესაც ხათუნა პირველად დავინახე, საერთოდ არ ვიცოდი, რა ოჯახი იდგა მის ზურგს უკან. ეს იყო გოგონა, რომელსაც ვხატავდი მთელი ბავშვობა სკოლის მერხებზე ზუსტად იმ თვალებით, წარბებით და ხუჭუჭა თმებით. შეუძლებელი იყო, ეს ისტორია არ შემდგარიყო. ეს 20 წელი პასუხია იმისა, თუ როგორია ჩვენი ურთიერთობა“,- ამბობს ავთანდილი.