VIDEO: „დავინახე და მივხვდი, ის ჩემი ცოლი იქნებოდა...“ - არესტოვიჩის ინტერვიუ პირადზე

არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ახლახან მიცემულ ინტერვიუში პირად ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა.

მისი თქმით, ამჟამინდელი, მესამე მეუღლე,ანასტასია 2014 წელს, ფსიქოლოგიის კურსებზე გაიცნო. ოლექსის ის პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა.

„დავინახე და მივხვდი, რომ ის ჩემი მომავალი ცოლი იქნებოდა. ლექციის შემდეგ, ყავაზე დავპატიჟე და ვუთხარი: შენ ჩემი ცოლი გახდები, ჩვენ დავქორწინდებით-მეთქი",- ამბობს ის.

წყვილმა 2015 წელს იქორწინა. 

აღსანიშნავია, რომ ანასტასიამდე არესტოვიჩს  ორი ცოლი ჰყავდა.  მათ შესახებ მედიაში ბევრი არაფერია ცნობია. როგორც თავად ოლექსი აღნიშნავს, მათთან  ახლაც კარგი ურთიერთობა აქვს. 

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველს ორი ქალიშვილი  18 და 11 წლის და 6 წლის ვაჟი ჰყავს. მისი თქმით, ცდილობს დიდი დრო დაუთმოს შვილებს და მათ ხშირად ანებივრებს. 

„სამივე ცოლისგან მყავს შვილი. ბავშვებს ძალიან ვანებივრებ. ყოფილ მეუღლეებთან  დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს",- აღნიშნავს ის. 

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ რეაგირებს მისი ამჟამინდელი მეუღლე მის პოპულარობაზე, ის პასუხობს:

„სიმშვიდეს ინარჩუნებს. ხშირად ერთადაც ვხუმრობთ. ქალი ეჭვიანობს არა მაშინ, როდესაც მის მეუღლეს უყურებენ, არამედ როცა მისი ქმარი სხვა ქალებს უყურებს. „ინსტაგრამზე" მარტო ჩემი ცოლი მყავს გამოწერილი.