,,ეს ისტორია დასრულდა..." - თათია შარანგია და სანდრო შელია ერთმანეთს დაშორდნენ

sharangia

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია და ბიზნესმენი სანდრო შელია ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ პიანისტის ახლა უკვე ყოფილი ქმარი სოციალურ ქსელში წერს.

„ძვირფასო მეგობრებო, იმისთვის, რომ არ გავრცელდეს ჭორები და მითქმა-მოთქმა, სჯობს მე თვითონ ვიქნები პირველადი წყარო და გაგიზიარებთ, რომ ორიოდე თვეა, რაც მე და თათი დავშორდით. დარწმუნებული ვარ, გესმით, როგორი მძიმე იქნებოდა ამ 10 წლიანი ურთიერთობის დასრულება და ამავე დროს, რომ ეს არის მტკივნეული, თუმცა კარგად გააზრებული გადაწყვეტილება.

ჩვენ ვრჩებით პარტნიორებად ჩვენი უმაგრესი ბიჭების აღზრდაში და ერთად თუ ცალცალკე, ყველაფერს გავაკეთებთ მათი ბედნიერებისთვის.

მადლობას მოვახსენებ მათ, ვინც გამიზიარა გულისწყვეტა და ასევე უდიდესი მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდით ამ წლების მანძილზე.

ეს ისტორია დასრულდა, თუმცა მე ვრჩები საქართველოში, ჩემს მშობლიურ ქვეყანაში, რომელშიც თავის დროზე სიყვარულმა დამაბრუნა. ვრჩები თქვენს გვერდით და მოქალაქედ, რომელიც არ დაიშურებს ძალას და ენერგიას მეგობრებისთვის, მეზობლებისთვის, ჩვენი საქართველოს განვითარებისთვის.

პრესის საყურადღებოდ: აქ წერია ყველაფერი ის, რაც მინდოდა გამეზიარებინა საზოგადოებისთვის ამ საკითხთან მიმართებით და შესაბამისად თავს შევიკავებ რაიმე დამატებითი კომენტარისგან.“ - წერს სანდრო შელია სოციალურ ქსელში.