ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
„პაიმ ჰაუსის“ პირველი სეზონიდან მაყურებელს თავი რამდენიმე მონაწილემ დაამახსოვრა, მათგან ერთ-ერთი კესო ბერუაშვილია. კესო ძირითადად მოგზაურობს და სამშობლოში მცირე დროს ატარებს. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ „პრაიმ ჰაუსის“ ALL STAR-ში მიიღებს მონაწილეობას.
„პრაიმტაიმი“ ბგლოგერს ესპანეთში დაუკავშირდა და მის შესახებ სიახლეები შეიტყო.
- მარტივად დათანხმდი „პრაიმ ჰაუსისგან“ მორიგ შემოთავაზებას?
- შემოთავაზებას მარტივად დავთანხმდი. როცა ვიცი, რა მინდა, იქ თავს უაზროდ აღარ ვიფასებ, მივდივარ და ვაკეთებ საქმეს. კონტრაქტი გაფორმდა მარტივად, მაგრამ შემდეგი ურთიერთობა გართულდა, რადგან ლოკაციას მალ-მალე ვიცვლი და ჩვენი ხშირი შეხვედრები არ გამოდის (იცინის).
- უმეტეს დროს, მოგზაურობაში ატარებ, როგორ ფიქრობ, არ გაგიჭირდება „პრაიმ ჰაუსის“ სახლში გამოკეტვა?
- დიახ, უმეტეს დროს მოგზაურობაში ვატარებ და „პრაიმ ჰაუსში“ გამოკეტვა ნამდვილად გამიჭირდება. ახლაც, პირდაპირ მოგზაურობიდან შევდივარ. ალბათ, აეროპორტიდან... ცოტა დაღლილი ვიქნები, ძალები უნდა მოვიკრიბო, მაგრამ რას ვიზამთ... ჩემთვის „პრაიმ ჰაუსიც“ ნამდვილი თავგადასავალია, არც მე მოვიწყენ და არც თქვენ მოგაწყენთ.
- რამდენიმე თვის წინ, დაწერე, რომ ხარ ურთიერთობაში და საყვარელი მამაკაცის ფოტოებიც გაგვიზიარე, თუ არ ვცდები, ამ ყველაფრისთვის ოფიციალური სახის მიცემასაც აპირებდით, როგორ განვითარდა მოვლენები?
- ურთიერთობაში ვიყავი, თუმცა, ერთმანეთს დავშორდით. დაშორების შემდეგ, ჩემი შემორიგების მცდელობა ჰქონდა. თუმცა კარგი მეგობრები ვართ. ამ ეტაპზე, მასთან ურთიერთობის გაგრძელებას არ ვფიქრობ, ცდილობს, მაგრამ ვნახოთ, მომავალში რა იქნება. ახლა ემოციურად არ ვარ მზად, რომ ისევ ურთიერთობაში შევიდე.
- სხვა რა სიახლეებია შენკენ?
- ახლა ესპანეთში ვარ, პატარა ოცნება მაქვს, რომელიც მინდა ავიხდინო. თუ გამომივიდა, აუცილებლად გაგიზიარებთ. წინასწარ ვერ გეტყვით.
ასევე, თურქეთში, რამდენიმე კომპანიასთან მქონდა თანამშრომლობა, იყო გადაღებები... პატარ-პატარა სიახლეები სულ არის.