„ერთი წელი გავიდა... საერთოდ არ ცვდება მასთან ყოფნის ბედნიერება“ - ნანუკა გულუას ემოციური პოსტი

nanuka gulua

მსახიობი ნანუკა გულუა და მისი მეუღლე კახა კაშია ქორწინებიდან  წლისთავს აღნიშნავენ. ნანუკამ ამ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

„ერთი წელი გავიდა ჩვენი დაოჯახებიდან, ყველაზე ბედნიერი ერთი წელი ჩემს უფერადეს ცხოვრებაში. ყოველ წამს ძლიერდება და საერთოდ არ ცვდება მასთან ყოფნის ბედნიერება. ყველას გისურვებთ თქვენი ადამიანის მიგნებას, სრულ ჰარმონიასა და გულწრფელ ბედნიერებას. ნუ დაისტრესავთ თავს, არაფერი გაგვიანდებათ, ყველაფერი წინ გაქვთ, ყველაფერს მოასწრებთ იმაზე სწრაფად, ვიდრე წარმოგიდგენიათ”, – დაწერა ნანუკა გულუამ.

ცნობისთვის, ნანუკას და კახას ქალიშვილი 29 აგვისტოს შეეძინათ.