1750489920
„ერთ-ერთ დაბადების დღეზე ერთად მოვხვდით... ეს იყო საოცრება... ის ღამე თეთრად გავათენე“ - გიორგი დიასამიძე პირადზე

„პრაიმ ჰაუსის“ ნახევარ ფინალისტი, გიორგი დიასამიძე „პრაიმტაიმთან“ პირველი სიყვარულის ისტორიას იხსენებს.
„ეს იყო 2010 წელს, თან ძალიან ემოციური. გოგო საერთოდ არ მომწონდა, უბრალოდ ერთ-ერთ დაბადების დღეზე ერთად მოვხვდით. გვერდიგვერდ ვისხედით და ერთ მომენტში ისეთი რამ ვიგრძენი, ის ღამე თეთრად გავათენე. ერთი სული მქონდა, მეორე დღეს მენახა. ეს იყო საოცრება, არსებობს ასეთი სიყვარული . ერთად 2 წელი ვიყავით, სხვა ქვეყნის მოქალაქე იყო, საქართველოშიც მყავდა ჩამოყვანილი. სწავლობდა, მშობლები ხშირად ვერ უშვებდნენ აქეთ, მერე ერთადაც ვმუშაობდით თურქეთში... საბოლოოდ, ჩვენი დაშორება ფინანსებმა და მანძილმა განაპირობა. შემდეგ გათხოვდა, შვილები ჰყავს და მინდა, ძალიან ბედნიერი იყოს,“ - გაიხსენა დიასამ.
ასევე ნახეთ:
⇒ „იუსტიციაში ვიყავი მისული... დაჩქარება მოითხოვეს“ - რა ინფორმაციას ავრცელებს ნიკოს ცოლი
⇒ „მართალია, სესილიასთვის არასდროს მითქვამს, მაგრამ...“ - რას ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე შვილზე