„სამყაროს ნუ სცოდავთ... მომწერეს გადარჩნენო. ვიდეოც გამომიგზავნეს“ - ბრიჯიტ ივანა გრუზინსკი ამერიკაში მყოფ ქართველებზე

brijiti

ამერიკაში მყოფი ქართველი ასტროლოგი ბრიჯიტ ივანა გრუზინსკი Brighton-ზე მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება. 

როგორც ასტროლოგი წერს, ქართველები, რომლებმაც ნარკოტიკები მიიღეს, გადარჩნენ. 

"იმხელა ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღე Brighton-ის ცხელ-ცხელ ტრაგედიაზე... არც მინდა დავდო ის სურათები...
რომ გესმის სხვაა და რომ ხედავ - სრული კოშმარი...
მე ნარკომანი არ მეზიზღება... ვუყურებ, როგორც ჩვეულებრივ ავადმყოფს და მეცოდება...

სამყაროს ნუ სცოდავთ და ზიზღს თუ გრძნობთ - ნუ გამოხატავთ მაინც... კაცმა არ იცის, ვის რა უწერია... ქუჩაში რომ გავდივარ, სულ რომ 2 ნაბიჯზე გავიდე, შანსი არაა ჩაკაიფებული ქართველი არ ვნახო... იმდენს ვერ ვერკვევი, ვინ რითია კაიფში... მთვრალებივით დადიან, მაგრამ იმდენს ვხვდები, რომ მთვრალები არ არიან და გავიფიქრებ ხოლმე ჩაგახედა ახლა სარკეში, რას გავხარ...გამოიყენე ეს დალოცვილი ქვეყანა ადამიანურად ცხოვრებისთვის შე გამოშტერებულო...

ძირითადი მიზეზი ქართული მენტალიტეტი და ბეზდელნიკად დაბადებაა ჩემის აზრით... შრომას ვერ უძლებენ...
მაინც არ მჯერა, რომ თუ ადამიანს უნდა - ვერ გადააგდოს ეს საწამლავი... თავი ჰგონიათ ყველაზე ჭკვიანი და გამოცდილი და ნარკომანს ვერ დააჯერებ, რომ დოზას ვერ გააკონტროლებს ან თვითონ იქნება ის მსხვერპლი - სხვაზე რომ ესმის...

ნეტა ეს ბიჭები გადარჩნენ?

სურათები გავადიდე და გარდაცვლილის ფერი არ ჰქონდათ... ნუ უმატებთ მათ ოჯახებს ტრავმას... ნუ დაწერთ საზიზღარ კომენტარებს... სიბრალული და ადამიანობა ამოწიეთ ზემოთ... მტერს არ ვუსურვებ... მტერს... თუ ვინმემ იცით დაზუსტებით, ცოცხლები არიან თუ არა, დაწერეთ please კომენტარში...

ღმერთოოო... შენ უშველე ყველა გაჭირვებულს და არ გაამწარო ოჯახები...
მშვიდობა მოგცეთ უზენაესმა და მთავარანგელოზი მიქაელი გფარავდეთ განსაცდელის დროს. 

P.s. პირადში მომწერეს გადარჩნენო... ვიდეოც გამომიგზავნეს მაგრამ არ დავდებ, რადგან პირადში ჩამიგდეს.ღმერთო შენ უშველე..." - წერს ასტროლოგი.