გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
დიზაინერებმა iPhone 14 Pro Max-ის 135 000 დოლარიანი ვერსია შექმნეს, რომელსაც უკან Rolex-ის საათი აქვს მიმაგრებული. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
საათი ყვითელი ოქროსგანაა დამზადებული და 8 ბრილიანტი აქვს.
სმარტფონის ამ ვერსიას დიზაინერებმა Daytona უწოდეს.
სმარტფონ Daytona-ს კორპუსის ძირითადი ნაწილი ტიტანის შავი მეტალით არის დაფარული, იმავე მასალით, რითაც როლექსის შავი დეტალები, „ქეისები“ და სამაჯურები მზადდება.
სმარტფონზე განთავსებული 40 მმ საათი, Rolex Cosmograph Daytona აბსოლუტურად ფუნქციურია და ყვითელი ოქროთი და ბრილიანტებითაა შემკული.
Daytona ლიმიტირებული მოდელია, რომლის მხოლოდ სამი ეგზემპლარი იქნება ხელმისაწვდომი.