დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ლევან რატიანი, მიუხედავად განსაკუთრებულად დატვირთული გრაფიკისა, ახალი წლის ღამეს, ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნას მაინც ახერხებს. როგორც რეანიმატოლოგი "პრაიმტაიმთან" ამბობს, ეს გარდაუვალი ტრადიციაა, ისევე როგორც, საახალწლო სუფრაზე - საცივი!
ლევან რატიანი: ახალ წელს, ვცდილობ, სახლში ვიყო. და ბოლო 22 წელია, რასაც ვაკეთებ, ეს არის: ვდგები ფანჯარასთან, სანთელს ვანთებ და სურვილს ვიფიქრებ. ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი, ძალიან ხშირად მისრულდება.
საახალწლო სუფრაზე რაც აუცილებლად უნდა მქონდეს, ეს საცივია. ძალიან მიყვარს. მნიშვნელობა არ აქვს, მეუღლის მომზადებული იქნება თუ დედის, მთავარია საცივი იყოს!
ერთადერთი სადღეგრძელო, რასაც ოჯახში ვამბობ არის - ერთმანეთის სიხარული გაგვეზიარებინოს და ჭირი არასდროს გვენახოს. მიყვარს ეს სადღეგრძელო. გამეხარებინოს ყველა და ასევე გავეხარებინო.
- როგორი იყო თქვენთვის 2022 წელი?
- კოვიდთან ბრძოლაში იყო, რა თქმა უნდა, გამარჯვებები. მაგრამ იყო დამარცხებაც და ეს არ უნდა დამავიწყდეს. მარცხიც არსებობს, სამწუხაროდ, ცხოვრებაში. თუმცა მაინც, საბედნიეროდ, წელს კოვიდისგან ბევრი სიცოცხლე გადარჩა. ეს ყველაზე მეტად მახარებს.