დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სულ ცოტა ხნის წინ გახდა მეორე შვილის დედა. ის მალევე ჩადგა ფორმაში და სხეულის ძველი პარამეტრებიც აღიდგინა. მოდელი გამომწერებს Instagram-ის მეშვეობით სასარგებლო რჩევებს მუდმივად უზიარებს, თავის მხრივ მიმდევრები კი აღნიშნავენ, რომ ალექსანდრას გზავნილები უდიდესი სტიმულის მიმცემია.
ამჯერად, პაიჭაძემ ვარჯიშის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, არ უყვარს დიეტები და სასურველ წონას სწორი კვებითა და ფიზიკური აქტივობით ინარჩუნებს.
„ხუმრობა იქით იყოს და ამის გამო ლანძღვა კიდევ.. უამრავი ხომ მწერთ და მეკითხებით, მომეცი მოტივაცია, მომეცი რჩევა, როგორ მოვიდე ფორმაში, ან მომეცი სტიმული, რომ ფორმაში ყოფნა მინდოდე ასეთებს? სულ ვამბობ და კი გაჩვენეთ მგონი ყველაფერი ინსტაგრამზე 2014 წლიდან მოყოლებული, რასაც ვაკეთებ ამისთვის.. ისევ გავმეორდები:
თინეიჯერობისას უამრავი ცდით და სუპერმოდელის ვიზუალის ამბიციით დანგრეული კუჭნაწლავი და მონელების სისტემა აღვიდგინე პირველ ორსულობაში, (დუფალაკით) 3-თვიანი კურსით და დავისვენე მას შემდეგ ამ პრობლემისგან.
10 წლის წინ, საკეისროდან 3-4 დღეში დავიწყე მცირე ბიძგებით პრესების კეთება, კარგი ექიმი შემხვდა და სწორად მირჩია უპრობლემო ოპერაციის მერე, რომ დიასტაზი შემეკრა. ახლაც, 10 წლის შემდეგ იგივე გავაკეთე და პლუს გონებით, ორგანიზმის უცებ აღდგენა მოვმართე.
ვვარჯიშობ ყველგან და ყოველთვის, მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის. რომ არ მეზარება, ამაში ძალიან გამიმართლა ბავშვობიდან მივეჩვიე, ფიზიკურ აქტივობას, ნუკრის და თინის დარბაზში.
2014-2015 წლებში მიმყავდა დილის პირდაპირ ეთერში აერობიკა და ფიტნესი, მაშინ მხოლოდ თითზ ეჩამოსათვლელი რაოდენობის დარბაზები იყო, თუმცა მალევე გაიხსნა „ასპრიას“ ქსელი, „ჯიმ 1“ და მერე სხვა დანარჩენი. ამ პერიოდში ეკრანიდან მხოლოდ იმას ვქადაგებდი, რომ ვარჯიში კარგია, იოლია, სასიამოვოა და სასარგებლოა. მეც ასე ვცხოვრობდი, ეს იყო ჩემი პროპაგანდაც და საყვირის თემა.
ვცადე უამრავი სტილის ვარჯიში და ჩემთვის უსაყვარლეს პილატესზე შევჩერდი, რომელიც უძლიერესს ხდის ძვალსახსროვსნ სისტემას, ნერვულ/კუნთოვან სისტემას, მენტალურ/სულიერ სისტემაზეც მოქმედებს.
ამასობაში, დავამუღამე კვების ყველაზე ეფექტური რეჟიმი, 18-საათიანი, სამოთხე ორგანიზმისთვის…. როცა მივხვდი, რამდენად კაიფია სიმსუბუქე და მოვლილი ტრაქტი. გავზარდე ინტერვალები კვებებს შორის. ულუფა შემცირდა, გასტრიტი და რეფლუქსი გასწორდა.
ვიკეთებდი ჰიდროკოლონოთერაპიას. რაც აკრიალებს ნაწლავებს და ეგ ფანტასტიკური გამოცდილებაც მაქვს. საოცარია სცადეთ აუცილებლად! ჩვენში იმდენი ნაგავია.
დიეტები არ მიყვარს, საერთოდ რამე განსაზღვრულ და შეზღუდულ წესზე არ მიყვარს დამოკიდებული ვიყო. საუკეთესო მოვნახე და მოვერგე. მთავარია, მივხვდი, რომ წონას უცებ მოვიშორებ თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დალაგებულად ვარ, იმ მომენტში და თუ კალორიების დეფიციტს შევქმნი ჩემ რაციონში.
არ შემიძლია ჩემი ერთგული და უსაყვარლესი ანტიცელულიტის გოგო არ ვახსენო, ფოფო და მისი ხელები, თუ ვიგრძენი ავუშვი, ან ფორთოხლისებრი კანი წამოვიდა, ეგრევე. წელს მშობიარობის შემდეგ, კიდევ ერთი სასწაული აპარატი დავიხმარე ლიმფოდრენაჟისთვის და კანის ტურგორისთვის.
რაც ყველაზე მთავარია, ჩემი შვილი დემეტრე, ამ შინაარსში და გამოცდილებებში გავზარდე და აგერ უკვე ჩემთან ერთად ვარჯიშობს და ძლიერდება თვალსა და ხელს შუა. გავზარდე უშაქრო ჩაით, შოკოლადისა და ტკბილეულის გარეშე. სიამოვნებით და სიტკბოში. ვიკის უკეთეს მაგალითებს მივცემ, 10 წელი გავიდა მეტი ვისწავლე. ეს ვარ მე და ჩემი პროპაგანდა“, - წერს ალექსანდრა.