ოქტომბერში ამ ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება
1728128105
,,დიდი ხანია ვითმენ, მაგრამ მაინც უნდა დავწერო!", - ,,პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის გამარჯვებული, ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ლიზა ქისტაურთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
,,მთელი ამბები იყო ატეხილი კომენტარებში, ratom glovobt lizas roca amdeni adamiani ixupebaa
დიახ, ლიზამ შეცვალა ეპოქა!
- იბრძოდა მავნე სტერეოტიპების წინააღმდეგ, როცა ეს საშიში იყო და როცა ყველა მის წინააღმდეგ იყო!
- ლამის მთელი ცხოვრება ნეგატივის მოგერიებაში გაატარა და მაინც რჩებოდა ადამიანად.
- მან და დედამისმა გვაჩვენეს საოცარი ნიმუში დედაშვილობის, როგორ შეიძლება შეინარჩუნო სიყვარული და ვერაფერი ჩაგიდგეს შუაში.
- მთელი მისი ცხოვრება ბრძოლა იყო და ბევრი მისი მსგავსი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, სიცოცხლეშიც და ღრუბლებში გაფრენის შემდეგაც.
- იყო ნიჭიერი ბლოგერი, პაროდისტი, მღეროდა სასიამოვნოდ და ბევრი კუთხით გვაჩვენა თავისი შესაძლებლობები!
ვიღაცას ეწერა და მთელი გულით დავეთანხმე: მგონია, რომ ღმერთი პირველი მას მიიღებს, ვინც ადამიანებმა არ მიიღეს...
მშვიდად განისვენე და მადლობა იმისთვის, რომ ბევრი სინათლე დატოვე...", - წერს გურამ შეროზია სოციალურ ქსელში.