„დღევანდელი გადმოსახედიდან მგონია, რომ სიგარეტს არასდროს გავეკარებოდი...“ - ხათუნა ჟორდანია

ხათუნა ჟორდანია

ცოტა ხნის წინ ხათუნა ჟორდანიამ მძიმე სენი დაამარცხა და ბევრი ადამიანისთვის მაგალითად იქცა. კითხვაზე, განვლილ ცხოვრებას რომ გადახედოთ, რას შეცვლიდით? მან „სთორის“ კითხვას შემდეგნაირად უპასუხა:

„მგონია, რომ სიგარეტს არასდროს მოვწევდი. დღევანდელი გადმოსახედიდან, არასდროს გავეკარებოდი სიგარეტს... ჩემი ავადმყოფობის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი ესეც არის. 

ჩემს შვილებს როდესაც ვნახავ, რომ ორივე ბედნიერი იქნება, ორივეს გვერდით ეყოლება მათი შესაფერისი ადამიანი და შვილებს რომ გამიჩენენ, მაშინ ჩავთვლი, რომ ჩემს ცხოვრებას ფასი ჰქონდა. 

როგორც მე და ჩემი მეგობარი ვხუმრობთ ხოლმე, ჩემს სიბერეს საქართველოსგან შორს, კანში, სანაპიროზე ვხედავ. კანში დავასრულებდი ჩემს სიცოცხლეს... “ - თქვა ჟორდანიამ.