"ეს ისტორია არ დამავიწყდება, ანასტასიასთან ერთად ორი საათი იჯდა და... " - ზურა ხაჩიძე ზურა დოიჯაშვილს იხსენებს

zura

ორი წელი გავიდა ზურა დოიჯაშვილის გარდაცვალებიდან. ისიც იმ დაუვიწყარი ადამიანთაგანია, რომელთა არყოფნაც ისევ მიუღებელი ინფორმაციაა. 

ზურა ხაჩიძეს მეგობრის გახსენება ვთხოვე...

ზურა ხაჩიძე: ბევრი წლის წინ ჩემთან იყო სტუმრად. ანასტასია მაშინ პატარა იყო, სადღაც მესამე კლასელი. ზურა, რა თქმა უნდა, მაშინვე როიალს მიუჯდა და დაიწყო დაკვრა.

იმ დროს ანასტასია ლექსებს წერდა. ზურამ უთხრა, მოიტანე, შენი ლექსებიო. არ დამავიწყდება, ორი საათი ისხდნენ და ანასტასიას ერთ-ერთ ლექსზე, სიმღერას წერდნენ... დაახლოებით ეს დრო იყო. უჯდა დიდი ხანი ანასტასიას და მელოდიას არგებდნენ სტროფებს... ძალიან გულიანი ადამიანი იყო.

აი, ეს ისტორია ამომიტივტივდა ახლა გონებაში...

მძიმეა ეს დღე ჩემთვის. ყველაზე საყვარელი და მაგარი ძმაკაცი დავკარგე.