საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული - ჟორდანიას კლინიკა

ჯორდანიას კლინიკა

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული ევროპის მასშტაბური ინიციატივაა, რომელსაც უძღვება ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოს ასოციაცია(ECCA).

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორგანიზებული პროგრამები თავიდან აცილებს საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის 80%-ს. გარდა ამისა, ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) წინააღმდეგ ვაქცინაცია ძალიან ეფექტურია მოზარდებში გამოყენებისას და შეუძლია კიდევ უფრო შეამციროს საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელება 

რა კვლევები გამოიყენება სკრინინგისათვის? 

დღეს ამ კვლევების ოქროს სტანდარტია ორი ტესტის - PAP და HPV-DNA -კომბინაცია. HPV-DNA, ანუ ადამიანის პაპილომავირუსის დნმ-ს ტესტი, რომელიც გამოირჩევა მეტად მაღალი მგრძნობელობით და სპეციფიკურობით, ვიდრე PAP ტესტი – საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევა პაპანიკოლაუს მეთოდით. ეს ღონისძიებები აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ საშვილოსნოს ყელის კიბო ან გამოვავლინოთ და შევაჩეროთ დაავადება საწყის ეტაპზე.

ქეთევან მანჯგალაძე მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი
აღნიშნული კვლევების ჩატარება შესაძლებელია ჟორდანიას კლინიკაში
მის: დიღომი, ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5
ტელ: 2 99 08 53