დასახელდნენ 2026 წლის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები
1763324772
მომღერალი მემე ჟორდანია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ზუსტად ოთხჯერ მაქვს გამოვლილი უარის, გაგდების, გაბანძების და უსამართლობის ტრამვა.
პროექტებიდან დატოვებული ჭრილობების განკურნებას დღემდე ვცდილობ და მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რამ შემძინა ამ გამოცდილებამ, მაინც დამაგდო და სრულიად გამანადგურა როგორც არტისტი.
ყველაზე საწყენი ამ ყველაფერში ის არის რომ ვერაფერს ვაკეთებთ ასეთი დიდი სისტემის და ნეპოტიზმის დასამსხვრევად. ჩუმად ვზივართ უკანა ფონზე და შოუს ვუყურებთ.
ამ დროს ის ადამიანი რომელიც საერთოდ არ იმსახურებდა გამარჯვებას, ევროვიზიისთვის ემზადება რომ მთლიანი ქვეყანა წარადგინოს.
ეგ გოგო მკიდია, მე დანარჩენ მონაწილეებს მინდა მივმართო, თუ რომელიმე ნახავს ამ პოსტს..
არც ევროვიზია, არც კონკურენცია და არც ცნობადობა არ არის თქვენი მენტალური ჯანმრთელობის ფასი. ყოველთვის იარსებებენ ადამიანები რომლებიც საკუთარ გზას ფულით გაიკვალავენ, და ასეთი ადამიანები ყოველთვის გააფუჭებენ ჯანსაღი კონკურენციის პროცესს. მთავარი კონკურენტი არის თქვენი საკუთარი თავი და ეს არასდროს დაგავიწყდეთ.
ყველა ყველაფერს ხედავს.
არაფერი იმალება ამ უპატარავეს ქვეყანაში.
ყველას ჩაწყობა, თავში ავარდნა, დამსახურება, არდამსახურება, ადრე გაგდება, ფინალში გასვლა და ყველაფერი საერთოდ არის გამჭვირვალე.
არასდროს გაჩუმდეთ და ბოლომდე იბრძოლეთ იმისთვის, რომ საკუთარ თავთან იყოთ პირველ რიგში მართლები და ხალხი საკუთარ დასკვნებს ისედაც გამოიტანს“, - წერს მემე ჟორდანია.