პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ასტროლოგ რამაზ გიგაურის თქმით, 13 ივლისი წლის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დღეა.
მისი თქმით, ამ დღეს ადამიანები ლოცავენ იმ ადამიანებს, ვინც მათში სინათლე შეიტანა.
„დღეს გურუ პურნიმაა - ვედური ტრადიციით წლის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დღე.
ეს დღე დგება ინდური კალენდრის მიხედვით აშადჰას თვის სავსემთვარეობას, ანუ მოძრავი დღესასწაულია და წელს 13 ივლისს უწევს.
ამ დღეს ადამიანები ლოცავენ საკუთარ მასწავლებლებს (გურუებს), ანუ იმ ადამიანებს, ვინც მათში სინათლე შეიტანა.
გურუ ხომ სწორედ ამას ნიშნავს, "ის, ვინც სიბნელეს ფანტავს", "ის, ვისაც სინათლე შემოაქვს".
ასე რომ, დალოცეთ თქვენი მასწავლებლები და ახსენეთ იმ მასწავლებლების სულები, ვინც ამ სამყაროდან უკვე გავიდნენ.
ვლოცავ ყველა ადამიანს, ვისგანაც მცირეოდენი რამე მაინც მისწავლია“, - წერს რამაზ გიგაური.