„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
25 მაისიდან (თბილისის დროით 3:18 საათზე) ენერგიის, დინამიკის, ბრძოლის, სექსუალურობის პლანეტა მარსი მის კუთვნილ ნიშანში ვერძში გადავიდა და იქ 5 ივლისამდე დარჩება.
ვისთვის იქნება ეს სიკეთის, ან პირიქით, განსაცდელის მომტანი, ამას ასტროლოგი რამაზ გიგაური დეტალურად განმარტავს.
„მარსი - ასტროლოგიაში ითვლება ენერგიის, ინსტიქტების, აქტიურობის, მოქმედების, ძალისა ბრძოლის, ვნებიანობის პლანეტად. მისი განთავსება ვერძში ზეკომფორტული, რადგან ვერძს სწორედ მარსი მართავს. აქედან გამომდინარე, დაიწყება 40-დღიანი მარსის ეპოპეა, რაც მიანიშნებს ზემოთ აღწერილი თვისებების მაქსიმალურად გამოვლენას.
ინდივიდუალურ დონეზე მოიმატებს ბრძოლისა და გამარჯვების ძლიერი სურვილი. გაძლიერდება მიზანსწრაფვა და კონკურენტუნარიანობა. ეს საგრძნობი გახდება ყველა დონეზე და ყველა მიმართულებით. ბუნებრივია, ასევე გაძლიერდება აგრესიული ფონი, მოიმატებს დაპირისპირებებისა და კონფლიქტების ალბათობაც. ის ადამიანები, რომლებსაც ლიდერული თვისებები გააჩნიათ, თამამად და გაბედულად დაიკისრებენ პასუხისმგებლობას და შეტევაზე გადავლენ. უფრო მეტიც, წინსვლის სურვილი გაუჩნდებათ იმ ადამიანებსაც, ვინც აქამდე პასიურ პოზიციაში იმყოფებოდა და დიდი მიზანსწრაფვით არ გამოირჩეოდნენ.
მოიმატებს ტრავმების ალბათობაც. ამიტომ ყურადღებას ითხოვს დაძაბული სიტუაციები და ისეთი სფეროები, რომლებსაც მაღალი ტრავმულობა და ხიფათი ახასიათებთ.
გეოპოლიტიკური კუთხით კიდევ უფრო გამწვავდება დაძაბული სიტუაციები. ამ კუთხით ბრძოლა უფრო დაუნდობელი გახდება. ბუნებრივია, ეს პირველ რიგში რუსეთი-უკრაინის ომს შეეხება. თუმცა მის გარდა მსოფლიოს რამდენიმე წერტილში გაჩნდება ახალი დაპირისპირებების კერები. მოსალოდნელია ახალი შეიარაღებული დაპირისპირებები როგორც რომელიმე ქვეყანაში გარკვეულ ძალებს შორის, ისე მეზობელ ქვეყნებს შორის. სიტუაცია ეს განსაკუთრებით გამწვავდება ახლო აღმოსავლეთში და ინდო-ჩინეთის მიმართულებით.
ზოდიაქოს ნიშნების კუთხით, მარსის ეს ინგრესია საყურადღებო იქნება:
* ვერძებისთვის (ცხადია, პირველ რიგში აქტიური იქნება ის დღეები, როდესაც ტრანზიტული მარსი კონკრეტული ადამიანის ჰოროსკოპში ნატალურ მზეს შეუერთდება).
* იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პირად ჰოროსკოპში მარსი სწორედ ვერძის ნიშანში აქვთ. ამ ადამიანებს ექნებათ ე. წ. „მარსის დაბრუნება“ და შეუჯამდებათ დაახლოებით, ბოლო ორწლიანი პერიოდი. მათთვის ეს 40-დღიანი პერიოდი საკმაოდ დინამიკური იქნება.
* მნიშვნელოვანი იქნება ლომებისთვის და მშვილდოსნებისთვის, რადგან მარსის ტრიგონული ასპექტები ამ ნიშნებთან, შექმნის წარმატების პერსპექტივებს და განვითარების სერიოზულ შანსებს.
* დინამიკური იქნება კირჩხიბებისთვის და თხის რქებისთვის. მათთვის შეიძლება შეიქმნას გარკვეული კონფლიქტური და დაძაბული სიტუაციები, თუმცა მოთმინებისა და მიზანსწრაფვის ხარჯზე ეს ნიშნები შეძლებენ საკუთარ თავში მოტივაციის გაძლიერებასა და შექმნილი წინაღობების გადალახვას.
* მცირედ სასიკეთო იქნება ასევე ტყუპებისთვის და მერწყულებისთვის. შესაძლოა გაჩნდეს გარკვეული შანსები, ოღონდ ამას დასჭირდება აქტიურობა და რასაც მთავარია, განვითარებული მოვლენებისთვის მიყოლა, რათა მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა არ დარჩეთ.
* სასწორს მოუწევს კომპრომისზე წასვლა და დიპლომატიური მოქმედება. ასე ბევრ გართულებას აირიდებს თავიდან და შეძლებს მისთვის მნიშვნელოვან ურთიერთობებში წინსვლას.
* ქალწულებსა და მორიელებს მოუწევთ ძველი, გადადებული საქმეების გააქტიურება ან ძველი პრობლემებთან მიტრიალება, რათა საბოლოოდ გადაჭრან მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემები ან განავითარონ ის პერსპექტივები, რაც ადრე ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანდა.
* კუროებსა და თევზებს გაუჩნდებათ პიროვნული ზრდის ჰარმონიული შანსი. თუმცა ამისთვის მოუწევთ საკუთარი ენერგიის სწორად გადანაწილება, რათა წვრილმანებმა ძირითადი საკითხებიდან მოწყვეტა არ გამოიწვიოს.“ - აცხადებს ასტროლოგი.